|
დი მარიამ ვარჯიში დაიწყო
2014-07-12 14:08 | ნახვები: 2402
1
არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევი ანხელ დი მარია, გერმანის ნაკრების წინააღმდეგ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ მატჩში თამაშის იმედს არ კარგავს. არგენტინული მედიის ცნობით, მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა პარასკევს ბურთით ვარჯიში დაიწყო, თუმცა ისევ ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობის ქვეშაა. გავრცელებული ინფორმაციით, დი მარია თავს კარგად გრძნობს და გადამწყვეტ მატჩში მისი მონაწილეობის ალბათობა იზრდება. მსოფლიოს მე-20 ჩემპიონატის ფინალი კვირას, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ტეგები:
ანხელ დი მარია |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია