ბრაზილიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა ლუიშ ფელიპე სკოლარიმ ჰოლანდიის ნაკრებთან მარცხის (0:3) შემდეგ განაცხადა, რომ დაკავებული პოსტის თავისი ნებით დატოვებას არ აპირებს. “სელესაოს” მთავარ მწვრთნელთან დაკავშირებით, გადაწყვეტილებას ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაცია მიიღებს.
“ჩემი გადადგომა? ყველაფერს ფედერაცია და ახალი პრეზიდენტი გადაწყვეტს. მინდა შეგახსენოთ, რომ ჩემმა ნაკრებებმა მსოფლიოს 3 ჩემპიონატზე ოთხეულში შესვლა მოახერხა. ამ წარუმატებლობის შემდეგ, სახლში ვერ დავჯდები და ტირილს ვერ დავიწყებ.
ჰოლანდიასთან მატჩში, სწრაფი გოლი გავუშვით და საქმე გავირთულეთ. რთული ბრძოლა იყო, მაგრამ კარგად ვითამაშეთ. გოლის გასატანად რამდენიმე კარგი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ამ ფეხბურთელებმა შარშან კონფედერაციის თასი მოიგეს და უდავოა, დიდი პოტენციალი აქვთ”, - განაცხადა სკოლარიმ მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია