“ფლუმინენსეს” თავდამსხმელმა, ფრედმა, რომელიც წლევანდელ მუნდიალზე ბრაზილიელთა ძირითადი ცენტრფორვარდი იყო, სანაკრებო კარიერა დაასრულა. 30 წლის ფეხბურთელისთვის, ნაკრებში უკანასკნელი მატჩი გერმანიასთან ჩატარებული შეხვედრა გამოდგა, რომელიც მისმა ნაკრებმა 1:7 წააგო.
წუხელ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონები მესამე ადგილისთვის მატჩში ჰოლანდიასთან განადგურდნენ – 0:3, ფრედი კი სათადარიგოთა სკამზე იჯდა და თამაშში არ ჩართულა.
როგორცSeleção Brasileiraიუწყება, ფორვარდმა სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა. ფრედმა ეროვნულ ნაკრებში ჩატარებულ 33 შეხვედრაში 15 გოლის გატანა შეძლო. უკანასკნელი გოლი მან მიმდინარე მუნდიალზე, კამერუნის ნაკრებს გაუტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია