|
ოსკარი: “სიტყვები არ მყოფნის”
2014-07-13 14:23 | ნახვები: 4038
1
ლონდონის “ჩელსისა” და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველ ოსკარის აზრით, ბრაზილიელებს მესამე ადგილისთვის მატჩში არ გაუმართლათ. ოსკარის კომენტარს Goal.com ავრცელებს. “ეს საშინელი გრძნობაა და მის აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ეს ჩვენი დღე არ იყო. ყოველთვის რთულია თამაში, როდესაც მეორე წუთზე გოლს უშვებ. შანსები გვქონდა, მაგრამ თამაშში დაბრუნება ვერ შევძელით.” – განაცხადა ახალგაზრდა ბრაზილიელმა. შეგახსენებთ, რომ მესამე ადგილისთვის მატჩში ბრაზილიელები ჰოლანდიის ეროვნულ ნაკრებთან 0:3 დამარცხდნენ. ტეგები:
ოსკარი |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია