საკმაოდ საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა ჰოლანდიაში. 6000 მონეტა, რომელზეც რობინ ვარ პერსის ცნობილი სილუეტი (როდესაც მან საოცარ ნახტომი შემოგვთავაზა და ესპანეთთან ანგარიში გაათანაბრა) იყო გამოსახული, გაყიდვაში გამოსვლიდან რამდენიმე საათში მთლიანად გაიყიდა. აღნიშნულ ინფორმაციას Daily mail ავრცელებს. მონეტის ფასი დაახლოებით ათი ევრო იყო.
შეგახსენებთ, რომ ხსენებული ეპიზოდი მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი ეპიზოდია – მაშინ, როდესაც ანგარიში ესპანეთის სასარგებლოდ 1:0 იყო, ბლინდმა მარცხენა ფლანგიდან, დაახლოებით 60 მეტრიანი გადაცემა გაუკეთა რობინ ვან პერსის, რომელმაც ეფექტური ნახტომში, ბურთი იკერ კასილასის კარში თავით გადაგზავნა და ანგარიში გაათანაბრა. აღნიშნული შეხვედრა ჰოლანდიელებმა 5:1 მოიგეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია