|
AS: “ანხელ დი მარია ფინალს გამოტოვებს”
2014-07-13 16:35 | ნახვები: 3107
1
როგორც “მსოფლიო სპორტმა” უკვე გაუწყათ, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ნახევარმცველი, ანხელ დი მარია, ყველაფერს აკეთებს, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მონაწილეობა მიიღოს. თუმცა, გაზეთ AS-ის ინფორმაციით, დი მარია გამოჯანმრთელებას ვერ ასწრებს და შესაბამისად, დღეს გასამართ ფინალში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ამავე ინფორმაციით, ალეხანდრო საბელიამ ანხელს მატჩის წინა ვარჯიშისთვის მზადყოფნა მაინც სთხოვა. ამის მიუხედავად, ძალიან მცირეა შანსი, რომ ბარძაყის ტრავმამ დი მარიას დღეს თამაშის საშუალება მისცეს. მან გუშინ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიში დაიწყო, მაგრამ მალევე შეწყვიტა, რადგან ტკივილმა შეაწუხა. დი მარია ყველაფერს აკეთებს, რომ ტრავმა მინიმალურ დროში მოიშუშოს და პროგრესი აშკარაა – იგი უპრობლემოდ დარბის და ბურთთანაც მუშაობს, მაგრამ ფინალში ვერ ითამაშებს, რადგან დატვირთვის მატებას ვერ უძლებს. ტეგები:
ანხელ დი მარია |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია