გერმანიის ეროვნული გუნდის თავდამსხმელი მიროსლავ კლოზე, არგენტინის ნაკრებთან ფინალურ მატჩამდე, ჟურნალისტებს ესაუბრა.
"2002 წლის ფინალი სულ სხვა იყო. ახლა ახალგაზრდული, ძალიან კარგი გუნდი გვყავს. არავინ ელოდა, რომ ფინალში გავიდოდით, თუმცა ეს შევძელით. ბოლო მსოფლიო ჩემპიონატებზე სტაბილურად გამოვიყურებით და ახლა ჩვენი დროა _ უნდა მოვიგოთ." _ განაცხადა კლოზემ.
შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზემ ბრაზილიის წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში (7:1) ერთი ბურთი გაიტანა და 16 გოლით მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი გახდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია