ბრაზილიაში მიმდინარე მე-20 მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე მხოლოდ ფინალური მატჩი დარჩა. ჰოლანდიის ეროვნულმა ნაკრებმა კი გუშინ მასპინძლების დამარცხებით მესამე ადგილი დაისაკუთრა. ნიდერლანდური გამოცემების თანახმად, ფიფამ ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციას კომპენსაციის სახით 17.3 მილიონი ევრო გადაუხადა.
აღნიშნული თანხა განისაზღვრა "ნარინჯისფერების" მუნდიალზე ნაჩვენები შედეგის მიხედვით. ცნობილი ხდება, რომ რაც ჰოლანდიის ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრების მომზადებისთვის დახარჯა, აღნიშნული თანხა გაცილებით მეტია.
გასულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰოლანდიის ფედერაციამ სამმილიონიანი ზარალი ნახა, მიუხედავად იმისა, რომ "ნარინჯისფერები ფინალში გავიდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია