ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა არიენ რობენმა, ბრაზილიასთან მოგებული მატჩის შემდეგ (3:0), განაცხადა, რომ ლუის ვან გაალმა მას "მანჩესტერ იუნაიტედში" გადასვლა სთხოვა, რაზეც მან უარი უთხრა.
"მატჩის შემდეგ, ვან გაალი ჩემთან მოვიდა და "მანჩესტერში" გადასვლა მთხოვა. მე ვუთხარი, რომ "ბაიერნში" თავს კარგად ვგრძნობ. ვან გაალი მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელია. ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ტრანსფერი არ განხორციელდება." _ განუცხადა რობენმა ჰოლანდიურ მედიას.
შეგახსენებთ, რომ არიენ რობენი 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელის კანდიდატთა შორის მოხვდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია