მექსიკის ფეხბურთის ფედერაციამ მთავარ მწვრთნელ მიგელ ერერას 2014 წლის მუნდიალზე გარჯა დაუფასა და ეროვნული ნაკრები 2018 წლამდე ჩააბარა.
მოგეხსენებათ, მექსიკის ნაკრები მსოფლიოს მე-20 ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა, თუმცა ჰოლანდიის ბარიერი ვერ გადალახა და ბოლო წუთებზე დამარცხდა _ 1:2.
მექსიკელმა სპეციალისტმა ლათინოამერიკელების გუნდი 2013 წლის ოქტომბერში ჩაიბარა. მუნდიალის ჯგუფურ ეტაპზე მექსიკამ 7 ქულა აიღო. ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ბრაზილიის წინააღმდეგ მექსიკამ ფრედ 0:0 დაამთავრა. მიგელ ერერა მატჩების განმავლობაში ემოციურობით გამოირჩეოდა და გულშემატკივრების სიმპათიაც დაიმსახურა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია