არგენტინის ნაკრებმა პრინციპულ მეტოქესთან, გერმანიის ეროვნულ გუნდთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი 1990 წლის მუნდიალის შემდეგ, უკვე მეორედ წააგო. "ალბისელესტეს" მთავარმა მწვრთნელმა, ალეხანდრო საბელიამ, მატჩის შემდეგ არგენტინელები შეაქო.
"ბიჭებმა მოედანზე ყველაფერი დადეს, ბოლომდე იბრძოლეს. მეტოქესთან შედარებით ერთი დღით ნაკლები დავისვენეთ და მიუხედავად ამისა, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინეთ. წინა მატჩში დამატებითი დრო ვითამაშეთ და ამის გათვალისწინებით, ვულოცავ ჩემ ფეხბურთელებს. ასევე ვულოცავ გერმანიას მუნდიალზე წარმატებულ გამოსვლას." _ განაცხადა საბელიამ.
არგენტინელმა სპეციალისტმა ლიონელ მესის ოქროს ბურთის წოდებაზეც გააკეთა კომენტარი: "მესი მუნდიალზე ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელთა შორის იყო და იგი ამ ტიტულს იმსახურებდა."
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია