2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალის მოგების შემდეგ, გერმანიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის "ბაიერნის" აწ უკვე ყოფილმა ფეხბურთელმა ტონი კროოსმა, ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია მადრიდის "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით თავადაც დაადასტურა.
"მსოფლიო ჩემპიონატზე ძალიან კარგად ვიასპარეზეთ და გამარჯვებულებიც გავხდით. ახლა მადრიდში წასვლას ვაპირებ, ასე რომ ჩემ ორ ოცნებას უკვე მივაღწიე." _ განუცხადა გახარებულმა კროოსმა UOL-ს.
შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელი ფინალამდე "რეალში" გადასვლასთან დაკავშირებით კომენტარისგან თავს იკავებდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია