ლონდონის "ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიუმ მუნდიალის ფინალის შემდეგ განაცხადა, რომ არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონობის გარეშეც ისტორიაში უკვე შესულია.
"ამჟამად, არავინ იმსახურებს ისეთ პატივისცემას, როგორც მესი. არგენტინა სანუკვარ ტიტულთან ძალიან ახლოს იყო. მიუხედავად წარუმატებლობისა, მესიმ გუნდთან ერთად შეძლო ფინალში გასულიყო და პატივისცემასაც იმსახურებს. არგენტინელმა ისტორია უკვე შექმნა. მას მსოფლიო ჩემპიონობა არ სჭირდება, რადგან ამის გარეშეც უკვე ისტორიული პიროვნებაა." _ განაცხადა პორტუგალიელმა სპეციალისტმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია