სამშობლოში დაბრუნებისას გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები კარგა ხანს ზეიმობდნენ მსოფლიო ჩემპიონობას. ისინი ჯერ ბერლინში ჩაფრინდნენ, მათ ნახევარ მილიონამდე ადამიანი შეეგება, მერე “ბაიერნის” ფეხბურთელებს მიუნხენში კიდევ ცალკე სიურპრიზები ელოდათ. მოკლედ, მუნდიალის გამარჯვებულებს ღირსეული შეხვედრა მოუწყვეს, თუმცა მოხდა ისე, რომ სანუკვარი თასი დაზიანდა: “ერთ ადგილას თასს პატარა ნაწილი მოტყდა, მაგრამ შეშფოთების საფუძველი არ არსებობს, - უთხრა გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვოლფგანგ ნირსბახმა გაზეთ Bილდ-ს, - ჩვენ გვყავს კარგი სპეციალისტები, რომლებიც ყველაფერს მალევე მოაგვარებენ. შევეცადეთ გაგვერკვია როგორ მოხდა ეს შემთხვევა, მაგრამ ვერაფერი შევიტყვეთ.”
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია