ფიფას ტექნიკური ჯგუფი ახალ იდეაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ნაკრების მწვრთნელებს, დამატებითი დროის შემთხვევაში, მეოთხე ცვლილების განხორციელება შეეძლებათ. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური "მარკა" ავრცელებს.
ჯერჯერობით, ახალი იდეა ოფიციალურად დადასტურებული არაა. ძირითად დროში სამი ცვლილება ძალაში დარჩება. ფიფამ ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე უკვე გამოიყენა ახალი ტექნოლოგია, რომელიც ბურთის კარის ხაზზე დაცემის შემთხვევაში აფიქსირებს, უნდა ჩაითვალოს გოლი, თუ არა.
აგრეთვე, ფიფამ მსაჯებს საშუალება მისცა სპეციალური ქაფის მეშვეობით დაეფიქსირებინათ ჯარიმის ადგილი და ფეხბურთელთა მიერ აღმართული კედელი, რათა მოთამაშეებს მანძილის მოგების შანსი არ ჰქონოდათ. ასე რომ, ფიფა ახალ ნოვაციებზე კიდევ მუშაობს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია