|
იეპესი კარიერას "სამპდორიაში" გააგრძელებს
2014-07-28 11:35 | ნახვები: 3528
1
იტალიური "ატალანტას" აწ უკვე ყოფილმა 38 წლის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა მარიო იეპესმა, გენუის "სამპდორიასთან" პერსონალურ შეთანხმებას მიაღწია. იტალიური მედიის ინფორმაციით, კოლუმბიელი მცველი, ახალ კლუბთან ხელშეკრულებას უახლოეს დღეებში გააფორმებს. მოგეხსენებათ, კოლუმბიის ვეტერენმა კაპიტანმა, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში იეპესმა "ატალანტას" მაისურით 26 შეხვედრა ჩაატარა. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია