არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ლისაბონის "სპორტინგის" მცველმა მარკოს როხომ, შესაძლოა, კარიერა ინგლისში გააგრძელოს. პორტუგალიური მედიის ინფორმაციით, "საუთჰემპტონი" მზადაა, "სპორტინგს" 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერის თაობაზე მოელაპარაკოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინგლისელები მზად არინ, არგენტინელ მცველში 15 მილიონი ევრო გადაიხადონ. როხო "ლივერპულში" გადასული დეიან ლოვრენის შემცვლელად მოიაზრება.
ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო მე-20 ჩემპიონატზე, მარკოს როხომ 6 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთადერთი გოლი ჯგუფურ ეტაპზე, ნიგერიას გაუტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა _ 3:2.
გასულ სეზონში, 24 წლის მცველი აქტიური გახლდათ. "სპორტინგის" მაისურით როხომ 28 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლიც გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია