არგენტინული პრესის მტკიცებით, არგენტინის ეროვნული ნაკრებისა და ლისაბონის "ბენფიკას" ნახევარმცველი ენცო პერესი, კარიერას "ვალენსიაში" გააგრძელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, "ღამურებმა" "არწივებთან" ტრანსფერის შესახებ შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ესპანელები პორტუგალიელებს 25 მილიონ ევროს გადაუხდიან და შემდგომ, ბონუსის სახით, 4 მილიონსაც წაამატებენ. მოსალოდნელია, რომ პერესი ახალ კლუბთან ოთხწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
მოგეხსენებათ "ვალენსიას" ახალი მფლობელი, აზიელი პიტერ ლიმი ჰყავს და კლუბი მომდევნო სეზონისთვის გაძლიერებას გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ 28 წლის ფეხბურთელმა, ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე მხოლოდ სამ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. გასულ სეზონში, ლისაბონერთა მაისურით პერესმა 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 5 გოლი და 7-ჯერ საგოლე გადაცემაც შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია