Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სანტუში: "ტაქტიკური მატჩი იყო"
2016-06-26 12:27 | ნახვები: 3476
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ფერნანდუ სანტუშმა ხორვატიასთან მოგებული ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ ტაქტიკური მატჩი იყო და პორტუგალიელებმა ხორვატებს დაწინაურების შანსი არ დაუტოვეს.

"ძალიან ტაქტიკური მატჩი იყო. პორტუგალია ცდილობდა დაწინაურებას, თუმცა მეტოქე მას შანსს არ აძლევდა და საპირისპიროდაც ეგრე ხდებოდა. დიდებული გუნდის წინააღმდეგ ვთამაშობდით და დაძაბული მატჩი გამოვიდა. ჩვენ ხორვატიასთან სათამაშოდ მზად ვიყავით და მეტოქის სიძლიერეს ალღო ავუღეთ. მათ კონტრშეტევებზე არ ვუშვებდით. ლამაზი თამაში კარგი იქნებოდა, მაგრამ როცა ტურნირის მოგება გინდა, ყოველთვის ხარისხიანად ვერ ითამაშებ." - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

პორტუგალიამ ხორვატიას გოლი 117-ე წუთზე გაუტანა. სანტუშის შეგირდებმა კონტრშეტევაზე კარგად ითამაშეს, კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული ბურთი სუბაშიჩმა მოიგერია, დამატებაზე კი რიკარდო კუარეჟმამ თავური დარტყმით პორტუგალია მეოთხედფინალში გაიყვანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043341