Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჰოჯსონმა თანამდებობა დატოვა
2016-06-28 01:40 | ნახვები: 4631
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა როი ჰოჯსონმა ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ისლანდიასთან მარცხის (1:2) შემდეგ, დაკავებული თანამდებობა დატოვა. მან აღნიშნულის შესახებ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა.

“უზომოდ იმედგაცრუებული ვარ. მიუღებელია, როდესაც ინგლისის ნაკრები ევროპირველობას ასე ნაადრევად ემშვიდობება და ამაში ჩემი ბრალიცაა. ამდენად, თანამდებობიდან მივდივარ. კიდევ 2 წელი სიამოვნებით დავრჩებოდი, მაგრამ ფეხბურთი ასეთია: როდესაც შედეგი არაა, სხვა ყველაფერი აზრს კარგავს.

ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს, რაც დავავალე, მაგრამ მაინც წავაგეთ. ჩვენ ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს და მჯერა, მომავალ მწვრთნელთან ერთად, ისინი ბევრ წარმატებას მიაღწევენ”.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host