Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლევანდოვსკი: “პორტუგალიამ თამაში ვერ მოიგო და ნახევარფინალშია – პარადოქსია”
2016-07-01 11:04 | ნახვები: 3583
ლევანდოვსკი პორტუგალიასთან გატანილ გოლს აღნიშნავს
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პოლონეთის ნაკრების შემტევმა რობერტ ლევანდოვსკიმ ევრო 2016-ის მეოთხედფინალში პორტუგალიასთან (1:1 პენ. 3:5) დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

“ძალიან მოწყენილები და დათრგუნულები ვართ, წავაგეთ გუნდთან, რომელიც დიდად არაფრით გვჯობდა. ამ ყველაფრის დავიწყება რთული იქნება. ევრო 2016-ზე პორტუგალიას ძირითად დროში თამაში არ მოუგია და ნაკრები ნახევარფინალშია, ეს საფეხბურთო პარადოქსია. გამარჯვებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ პენალტების სერიაში არ გაგვიმართლა”- განაცხადა ლევანდოვსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ლევანდოვსკიმ პორტუგალიასთან მატჩში პოლონეთი მეორე წუთზე დააწინაურა, 33 წუთზე სანჩესმა წონასწორობა აღადგინა და საბოლოოდ ყველაფერი პენალტების სერიამდე მივიდა, სადაც 4:3-ზე პორტუგალიელთა სასარგებლოდ ბლაშიკოვსკიმ ვერ გაიტანა, გამარჯვების მომტანი დარტყმა კი კუარეშმამ შეასრულა.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host