Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რონალდუ: “ჩვენ ფინალში თამაში დავიმსახურეთ, მე ეს დავიმსახურე”
2016-07-07 13:13 | ნახვები: 3179
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2016-ის ნახევარფინალურ მატჩში უელსის (2:0) დამარცხების შემდეგ განაცხადა, რომ ეს გამარჯვება მან და მისმა გუნდმა დაიმსახურეს.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ გუნდი და ფინალში გასვლა დავიმსახურეთ, მე ეს დავიმსახურე. ჩემპიონატი თავიდან კარგად ვერ დავიწყეთ, მაგრამ გული მიგრძნობდა, რომ შორს გავიდოდით, ეს დიდი მარათონია. ევრო 2004-ის ფინალში როცა გავედით, ის ჩემთვის პირველი ტურნირი იყო, ახლა ხელმეორედ მოვახერხეთ იგივე შედეგის მიღწევა და იმედია ამჯერად მოვიგებთ. პორტუგალია მარტო კრიშტიანუ რონალდუ არაა, ჩვენ გუნდი ვართ, დღეს გავიტანე და გუნდს ფინალში გასვლაში დავეხმარე”- რონალდუს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი ციტირებს.

პორტუგალიამ უელსი რონალდუს და ნანის გოლების წყალობით დაამარცხა, რონალდუ და მისი თანაგუნდელები ფინალში საფრანგეთ-გერმანიის წყვილში გამარჯვებულს შეხვდებიან.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host