Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლიოვი: “ჩვენ ფრანგებზე უკეთ ვითამაშეთ”
2016-07-08 11:18 | ნახვები: 3232
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოაჰიმ ლიოვმა ევრო 2016-ის ნახევარფინალში საფრანგეთთან (0:2) წაგებული მატჩის შემდეგ განაცხადა, რომ მისმა გუნდმა მარცხის მიუხედავად მეტოქეზე უკეთ ითამაშა.

“ჩვენ ფრანგებზე უკეთ ვითამაშეთ, რიგ ეპიზოდებში ძალიან არ გაგვიმართლა, ეს უიღბლობა იყო. ბევრი საგოლე მომენტი გვქონდა, მაგრამ შესაძლებლობა გოლად ვერ ვაქციეთ. რთული გამოდგა გომესის, ხედირას და ჰუმელსის შეცვლა, რომელებიც ტრავმირებულები იყვნენ, თამაშის დროს ბოატენგიც დაშავდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ. ვფიქრობ, ფრანგები ფინალში პორტუგალიელებს მოუგებენ. პორტუგალია ამ ტურნირზე დამაჯერებლად ვერ გამოიყურება, ფრანგებს კი დიდებული გუნდი ჰყავთ. წაგების მიუხედავად, დღეს მათზე უკეთესები ვიყავით”- ლიოვის სიტყვებს BBC-ი ციტირებს.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host