Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რონალდუ: “ფრანგები ფავორიტები არიან, მაგრამ ჩვენი დამარცხება აქამდე ვერავინ შეძლო”
2016-07-09 18:48 | ნახვები: 2483
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდმა კრიშტიანუ რონალდუმ საფრანგეთის ნაკრებთან გასამართ ევროპის ჩემპიონატის ფინალზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფავორიტად მოწინააღმდეგეს მიიჩნევს, თუმცა ის და მისი თანაგუნდელები არაფერს დათმობენ.

“ისინი ფავორიტები არიან, თან სახლში თამაშობენ, რაც დიდი უპირატესობაა. მთელი ქვეყანა მათ დაუჭერს მხარს, მაგრამ ეს ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. კარგად მოვემზადეთ და ჩვენი დამარცხება იოლი არაა. მიმდინარე ტურნირზე ეს ვერავინ შეძლო და ვიმედოვნებ, ვერც ფრანგები მოახერხებენ ჩვენს ძლევას. ყოველთვის ვოცნებობდი ნაკრებთან ერთად რაიმეს მოგებაზე, ეს დიდი მიღწევა იქნება ჩემთვის. კვირას პორტუგალიასთან ერთად ფინალში თამაშის შანსი მეორედ მეძლევა და ყველაფერს გავაკეთებ რომ გამოვიყენო” - ციტირებს რონალდუს სიტყვებს უეფას ოფიციალური ვებგვერდი.

ევროპის 2016 წლის ფინალი 10 ივლისს, Stade de France-ზე, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.




Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host