Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
რონალდუს ახდენილი ოცნება და ერთთვიანი დასვენება
2016-07-11 10:52 | ნახვები: 5128
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კრიშტიანუ რონალდუმ ევრო 2016-ის ფინალში საფრანგეთთან მოგებული მატჩის (1:0) შემდეგ განაცხადა, რომ ეს მისი კარიერის უმშვენიერესი მომენტი და ახდენილი ოცნებაა.

ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიელებმა ედერის მიერ დამატებით დროში (109-ე წუთზე) გატანილი ერთადერთი გოლით დაამარცხეს ტურნირის მასპინძელი საფრანგეთის ნაკრები.

“ყოველთვის ვამბობდი, რომ უდიდესი სურვილი მქონდა ჩემი ქვეყნისთვის ტიტული მომეპოვებინა და აი, ამის დროც დადგა. უბედნიერესი ვარ, ამ შანსს 2004 წლიდან ველოდი. ეს ჩემი კარიერის საუკეთესო მომენტია. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მოედნის დატოვება ძალიან ადრე მომიწია, მაგრამ გუნდთან ერთად დავრჩი და მჯეროდა ჩვენი გამარჯვების, მჯეროდა ჩვენი მწვრთნელის სტრატეგიის და ჩემი თანაგუნდელების” - აღფრთოვანებას ვერ ფარავდა მატჩის შემდეგ რონალდუ, რომელსაც დიმიტრი პაიესთან შეჯახებისას მიღებული ტრავმის გამო მოედნის დატოვება 25-ე წუთზე მოუწია. პირველადი გამოკვლევის თანახმად, პორტუგალიელ ვარსკვლავს მუხლის გვერდითა მყესები აქვს დაზიანებული და ერთი თვის განმავლობაში ვერ შეძლებს თამაშს.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host