![]() |
|
არეულობა პარიზის ქუჩებში
2016-07-11 13:55 | ნახვები: 3754
![]() ![]() ![]() ![]() ![]()
12345
პარიზში 10 ივლისს გამართული ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩის წინ და მის შემდეგ საფრანგეთის პოლიციას საქმე არ მოკლებია. ფრანგული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ინციდენტები ჯერ კიდევ მატჩამდე მოხდა ეიფელის კოშკთან განთავსებულ ფან ზონაში, სადაც 90 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი. არეულობა გაგრძელდა თამაშის დროსაც, ხოლო ფინალური შეხვედრის შემდეგ შეტაკებები ელისეის მინდვრებზე გაგრძელდა. ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ფანებმა რამდენიმე ავტომობილი დაწვეს. არეულობის მონაწილეთა დასაშოშმინებლად პოლიციას წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის გამოყენება მოუხდა, 40-ზე მეტი ადამიანი კი დააკავეს. ევრო 2016-ის ფინალურ მატჩში ტურნირის მასპინძელი საფრანგეთი პორტუგალიასთან დამატებით დროში გაშვებული გოლით 0:1 დამარცხდა. ტეგები:
ევრო 2016 |
Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host