Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
N 1 გრიზმანი და სიმბოლური ნაკრები
2016-07-11 18:55 | ნახვები: 5905
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

უეფამ ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ფრანგი ანტუან გრიზმანი დაასახელა. 6 გოლი და 2 საგოლე პასი - ასეთია გრიზმანის შედეგიანობა ევროპაზე. ის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.

საუკეთესო ფეხბურთელი შეარჩია ექსპერტების ჯგუფმა, რომელშიც შედიან სერ ალექს ფერგიუსონი, ალენ ჟირესი, დევიდ მოიესი და სხვა ცნობილი სპეციალისტები.

ექსპერტთა ჯგუფმა შეადგინა სიმბოლური ნაკრებიც:

რუი პატრისიუ (პორტუგალია); ჯოშუა კიმიხი (გერმანია), ჟერომ ბოატენგი (გერმანია), პეპე (პორტუგალია), რაფაელი (პორტუგალია); ჯო ალენი (უელსი), ტონი კროოსი (გერმანია), აარონ რემზი (უელსი); დიმიტრი პაიე (საფრანგეთი), ანტუან გრიზმანი (საფრანგეთი), კრიშტიანუ რონალდუ (პორტუგალია).

2008 წელს ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად ესპანელი ჩავი დაასახელეს, ხოლო 2012-ში - ანდრეს ინიესტა.



Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55

Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host