Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
სუარესის ინციდენტის ვერდამნახავი მსაჯი, გერმანია - ბრაზილიის მატჩს გაუძღვება
2014-07-07 12:31 | ნახვები: 2838
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ფიფას გადაწყვეტილებით, გერმანიის და ბრაზილიის ეროვნული ნაკრებების ნახევარფინალურ დაპირისპირებას, იტალია - ურუგვაის მატჩის არბიტრი მარკო როდრიგესი გაუძღვება.

გემახსოვრებათ, აღნიშნულ მატჩში, რომელიც ურუგვაიმ 1:0 მოიგო, მექსიკელმა არბიტრმა სუარესის კიელინიზე განხორციელებული კბენა ვერ დაინახა. ამის შემდეგ ფიფამ ურუგვაელ ფეხბურთელს მკაცრი სასჯელი დაუწესა.

ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში, მთავარმა არბიტრმა კლაუდიო მარკიზიოს წითელი ბარათი უჩვენა და მოედანი დაატოვებინა. ცალკე განსჯის თემა იმ მატჩში, სწორედ იტალიელის გაძევება იყო _ ერთი შეხედვით იმ ეპიზოდში მარკიზიოს უხეშად არ უთამაშია და მსაჯის მიმართ ეჭვებიც გაჩნდა. როდრიგესმა აღნიშნულ მატჩში ორივე გუნდს ჯამში 4 ყვითელი ბარათიც უჩვენა.

მექსიკელი არბიტრისთვის მიმდინარე მუნდიალზე მომავალი დაპირისპირება მესამე მატჩი იქნება. იტალია - ურუგვაის შეხვედრაზე უკვე მოგახსენეთ. როდრიგესმა ბელგია - ალჟირის დაპირისპირებაშიც იმსაჯა და ფეხბურთელები მხოლოდ ორჯერ გააფრთხილა.

8 ივლისს, გვიან ღამით, თბილისის დროით 24:00 საათზე, მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ნახევარფინალური დაპირისპირება გერმანიის და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებებს შორის შედგება. ბრაზილიელები მიმდინარე მუნდიალზე გერმანელებთან შედარებით უფრო მეტჯერ ჯარიმდებიან. ბოლო მატჩში მექსიკელი მსაჯის გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, ორივე გუნდს ფრთხილად თამაში მოუწევთ.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.036327