Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ლიოვი: “ბრაზილია 18 წუთში გატანილმა ხუთმა გოლმა გატეხა”
2014-07-09 11:38 | ნახვები: 3582
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის ეროვნული ნაკრების თავკაცმა, იოაჰიმ ლიოვმა, ბრაზილიის დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. აღნიშნულ ინფორმაციას Skysports.com ავრცელებს.

“რაც ახლა ბრაზილიაში ხდება, 2006 წელს გერმანიაში ვიხილეთ, როდესაც ნახევარფინალში იტალიასთან დამატებითი დროის ბოლო წუთებზე დავმარცხდით. ბრაზილიელები არ ელოდნენ, რომ ანგარიშის გასათანაბრებლად მოუწევდათ თამაში, რამაც ამოცანა გაგვიმარტივა.

2006 წლის ჩემპიონატზე დიდ იმედებს ვამყარებდით. შესაბამისად, ვიცით, რამხელა ზეწოლა იყო დღეს ბრაზილიელებზე. მაშინ, 119-ე წუთზე დავმარცხდით, აქედან გამომდინარე, გვესმის, რას გრძნობს ახლა სკოლარი, მისი გუნდი და სრულიად ბრაზილია. როდესაც 200 მილიონ ადამიანს სურს, რომ ფინალში გახვიდე, ეს ფეხბურთელებზე დიდ ფსიქოლოგიურ ზეგავლენას ახდენს. მესმის სკოლარის, და ვხვდები, რას გრძნობს.

ხუთი გოლი 18 წუთში – ცხადია, მეტოქე გატყდა და არ იცოდა, რა გაეკეთებინა. მასპინძლებმა ზეწოლას ვერ გაუძლეს. გამარჯვების მისაღწევად სიმამაცე და საკუთარ ძალებში დარწმუნება გვჭირდებოდა და ჩვენ ეს შევძელით. ყველა ბოლომდე კონცენტრირებული იყო თამაშზე და ასე უნდა გავაგრძელოთ. ამ მატჩის მნიშვნელობა კარგად უნდა გავაცნობიეროთ და ასეთი ფორმა კვირამდე შევინარჩუნოთ.” – განაცხადა ლიოვმა.

შეგახსენებთ, რომ გვიან ღამით გამართულ ნახევარფინალურ მატჩში გერმანელებმა ტურნირის მასპინძელი, ბრაზილიის ნაკრები გაანადგურეს (7:1).


ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.737941