Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მიულერი: “მომხდარის დაჯერება ძალიან მიჭირს”
2014-07-09 13:34 | ნახვები: 3692
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მიუნხენის “ბაიერნის” და გერმანიის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს, თომას მიულერს, გუშინდელი მატჩის აღსაწერად სიტყვები არ ჰყოფნის.

მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში გერმანელები ბრაზილიელებს დაუპირისპირდნენ და მასპინძლებს სამრცხვინო მარცხი აგემეს – 7:1. მატჩის დასრულების შემდეგ, მიულერმა FIFA-ს ოფიციალურ საიტს ინტერვიუ მისცა:

“სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, რა ვთქვა. ამას არავინ ელოდა და დაჯერება ჯერ კიდევ მიჭირს. შეხვედრა საოცრად წარიმართა – თითქმის ყველაფერი გამოგვდიოდა და ასეთი ანგარიშიც სწორედ ამან განაპირობა. ამის მიუხედავად, მოდუნებას არავინ აპირებს. გერმანიას წინ კიდევ ერთი შეხვედრა აქვს – ფინალი არგენტინის ან ჰოლანდიის წინააღმდეგ. ბრძოლა და საქმის ბოლომდე მიყვანა გვმართებს” – განაცხადა თომას მიულერმა.

შეგახსენებთ, რომ გერმანიამ მსოფლიოს ჩემპიონატი უკანასნელად შორეულ 1990 წელს მოიგო.


ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.041413