Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
საბელია: “ვან გაალთან დაპირისპირება ჩემთვის დიდი პატივია”
2014-07-09 15:04 | ნახვები: 2922
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ალეხანდრო საბელია ჟურნალისტებს შეხვდა და ჰოლანდიასთან მომავალ მატჩზე ისაუბრა.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა და ჰოლანდია დღეს ღამით მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ფინალისტის ვინაობას გაარკვევენ.

“ბრაზილიისა და გერმანიის მატჩზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ 7:1 არანორმალური შედეგია. ასეთი რამ ძალიან იშვიათად ხდება. გერმანიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნამდვილი ლოკომოტივია.

რაც შეგვეხება ჩვენ, მომავალ მატჩს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდებით, როგორც ყოველთვის, საკუთარი კარის მშრალად შენახვა და მეტოქის კარში რამდენიმე გოლის გატანას შევეცდებით. ვგონებ, ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას დაუშვებს.

ფეხბურთი სპორტის ალოგიკური სახეობაა, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი - ფინალში გასასვლელად პროგრესირებაა საჭირო. არგენტინა უკვე გავიდა ნახევარფინალში. ასეთ შედეგს ბევრი არ ელოდა, მაგრამ ჩვენ ეს შევძელით. სიმართლე გითხრათ, მიღწეულით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, მაგრამ თუ დაცმარცხდით, გული ძალიან არ დაგვწყდება. შეიძლება ითქვას, რომ არგენტინა უკვე გამარჯვებულია.

ჰოლანდიელებს ბრწყინვალე დამრიგებელი ჰყავთ. ვან გაალს შეუძლია გუნდი ნებისმიერი გუნდის წინააღმდეგ მომართოს. ჩემთვის დიდი პატივია მასთან დაპირისპირება.

მეტოქე გუნდიდან არიენ რობენს გამოვარჩევდი. მან სეზონი უმაღლეს დონეზე ჩაატარა, ახლა კი თავის კლასს მსოფლიო ჩემპიონატზე ამტკიცებს. მას ბურთი არ უნდა მივაღებინოთ, თორემ შეიძლება დიდ პრობლემებს გადავაწყდეთ.” – ავრცელებს საბელიას კომენტარს Football Italia.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დაპირისპირება დღეს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.


ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043168