Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
არგენტინული ნოკაუტი ბრაზილიელებს
2014-07-10 10:37 | ნახვები: 7925
123
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბრაზილიის ნაკრებს გერმანელებთან განადგურების მერე რა დღეც გაუთენდებოდა ადვილი წარმოსადგენია. გაზეთების პირველი გვერდები “პენტაკამპეონთა” სირცხვილს იუწყებოდა. ზოგიერთ მათგანს სამგლოვიარო შეხედულება ჰქონდა. ფერადი გვერდები შავ-თეთრით შეეცვალათ. ტელეარხებსაც სხვა სალაპარაკო რა აქვთ. ატრიალებენ გერმანელებისგან მიღებული გოლების კადრებს და ძნელი გამოსაცნობი არაა, რომ ბრაზილიის ნაკრებს აკრიტიკებენ.

ქუჩაშიც თუ აქამდე ჯიხურები ბრაზილიის ფერებში გადაწყვეტილი ატრიბუტიკით იყო სავსე, ოთხშაბათ დილას, მსგავსი რამ თვალაში იშვიათად მოგხვდებოდა. თუმცა, ისეთი რამ ნამდვილად არავის უჩვენებია, რომ გულშემატკივრები ნაკრებს ბაზაზე მივარდნოდნენ და ობსტრუქცია მოეწყოთ. მე რასაც ვხედავ, ყოველ შემთხვევაში რიო დე ჟანეიროში, ბრაზილიელები მსგავს რამეებს მსუბუქად უყურებენ. თუნდაც ასეთი მარცხის გამო, თავს არ იკლავენ.

ისე, გერმანელებისგან მიღებულ ნოკაუტს, კიდევ ერთი მეტად მძიმე დარტყმა მოჰყვა. ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ფინალში არგენტინის ნაკრები გავიდა, რაც ადგილობრივებისთვის რბილად რომ ვთქვათ სასიამოვნო ნამდვილად არაა. არგენტინამ რომ მსოფლიო თასი აიღოს, ეს ბრაზილიისთვის “საკონტროლო გასროლა” იქნება. ბრაზილიელები რომელთაც ფინალის ბილეთები ჰქონდათ შეძენილი დარწმუნებული ვარ, მუნდიალის გადამწყვეტ მატჩში გერმანიას უგულშემატკივრებენ. სადაც, ჯგუფურ ეტაპზე არგენტინა-ბოსნიის დაპირისპირებისას მხარს ბალკანელებს უჭერდნენ, ფინალში რომ გერმანიას უქომაგონ გასაკვირი არაფერია.

ბრაზილიას და ჰოლანდიას კი, შეხვედრა ბრინჯაოს მედლებისთვის მოუწევთ. საერთოდ, მსოფლიო პირველობებზე ხშირ შემთხვევაში მე-3 ადგილისთვის მატჩს გუნდები დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებენ და ხშირ შემთხვევაში ისეთ ფეხბურთელებს აძლევენ თავის გამოჩენის საშუალებას, რომელთაც მანამდე ამის შესაძლებლობა არ ჰქონიათ. ვნახოთ, ბრაზილიისა და ჰოლანდიის ნაკრებების თავკაცები რას იზამენ. ალბათ, ბრაზილიისთვის ბრინჯაოს მედლები დიდი ვერაფერი ნუგეში იქნება, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ სკოლარის შეგირდებს გულშემატკივრების თვალში ნაწილობრივი რეაბილიტაცია სჭირდებათ.


ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


ლაშა თაბაგარის ფოტოები

ტეგები:
მუნდიალი 2014

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040826