Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ნოიერი: “მატჩამდე ძალიან ვნერვიულობდით”
2014-07-10 15:42 | ნახვები: 3244
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მიუნხენის “ბაიერნისა” და გერმანიის ეროვნული ნაკრების მეკარემ, მანუელ ნოიერმა, აღიარა, რომ ბრაზილიის ნაკრებთან გასამართი ნახევარფინალური მატჩის წინ, გერმანელი ფეხბურთელები ძალიან ნერვიულობდნენ:

“ნახევარფინალურ მატჩამდე, ისევე, როგორც სხვა შეხვედრებამდე, ცხადია, დაძაბულები ვიყავით. შეიძლება, თამაშამდე უამრავი გეგმა შეიმუშავო, მაგრამ არავის შეუძლია იმის გამოცნობა, რა მოხდება მოედანზე. სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, რადგან ტურნირის მასპინძლებს ვეთამაშებოდით, რომლებსაც, ყველაფერთან ერთად, უდიდესი ისტორია აქვთ.

მზად ვიყავით, მინდორზე გავსულიყავით და ყველაფერი გაგვეკეთებინა, რაც შეგვეძლო, როგორც ეს ადრეც გაგვიკეთებია. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ. პირველივე ტაიმში შევძელით სერიოზული უპირატესობის მოპოვება, მაგრამ თამაში მაინც ძალიან დაძაბული იყო. საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. მხოლოდ იმაზე დამწყდა გული, რომ კარის მშრალად შენახვა ვერ შევძელი, მაგრამ იმ სიტუაციაში ვერაფერს გავხდებოდი” – ავრცელებს ნოიერის კომენტარს Goal.com.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ, გერმანელებმა ბრაზილიის ეროვნული ნაკრები გაანადგურეს (7:1) და კვირას, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, არგენტინელებს დაუპირისპირდებიან.


ლევან გოგოტიშვილი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.32832