Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ოფიციალურად: გრიზმანი "ატლეტიკოსთვის" გაიტანს
2014-07-28 13:41 | ნახვები: 6314
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და აწ უკვე "სოსიედადის" ყოფილი თავდამსხმელი ანტუან გრიზმანი, კარიერას მადრიდის "ატლეტიკოში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია, მადრიდული გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა გაავრცელა.

23 წლის თავდამსხმელი სამედიცინო შემოწმებას ახალ კლუბში უახლოეს პერიოდში გაივლის და ხელშეკრულებასაც გააფორმებს. მადრიდელთა ოფიციალურ საიტს, ჯერჯერობით, ტრანსფერის დეტალები არ გაუხმაურებია. ფრანგული მედიის ცნობით, სან სებასტიენელები, ფეხბურთელის სანაცვლოდ, 30 მილიონ ევროს მიიღებენ.

"სოსიედადმა", უკვე ყოფილ ფეხბურთელს, კლუბში მოღვაწეობისთვის და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

შეგახსენებთ, რომ გრიზმანი სან სებასტიენელებს 2009 წელს შეუერთდა. ხუთი სეზონის განმავლობაში, ფრანგმა თავდამსხმელმა 202 მატჩი ჩაატარა და 52 გოლთან ერთად, 18 საგოლე გადაცემასაც მოუყარა თავი. კარგი თამაში 23 წლის ფეხბურთელს დაუფასდა და დიდიე დეშამმა მსოფლიო ჩემპიონატზე 23-კაციან შემადგენლობაში შეიყვანა. ბრაზილიაში გამართულ მუნდიალზე, გრიზმანმა 5 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.04012