|
დუნგამ ბრაზილიელი ფეხბურთელები გააკრიტიკა
2014-07-29 14:07 | ნახვები: 11972
1
ბრაზილიის ეროვნული ნაკრებში მთავარ მწვრთნელად დაბრუნებულმა კარლოს დუნგამ, 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიელი ფეხბურთელები გააკრიტიკა. "ცრემლიანი სცენები, რომელიც ვნახეთ, მაგალითად ჩილეს ეროვნულ ნაკრებთან შეხვედრის შემდეგ, ფეხბურთზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. ჩვენ მაჩოები ვართ და უნდა ვიცოდეთ, რომ ბიჭები არ ტირიან. წაგების და მოგების შემთხვევაში პატივი უნდა ვცეთ მეტოქეს და ცრემლები საჭირო არაა", - განაცხადა დუნგამ. |
|
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია