![]() |
|
იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში შევიდა
2016-06-14 14:26 | ნახვები: 6250
![]()
1
იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში ყველაზე ხანდაზმული გუნდი გახდა. საქმე ისაა, რომ გუშინ ბელგიასთან მატჩისას “სკუადრა აძურას” სასტარტო თერთმეტეულის საშუალო ასაკი 31 წელსა და 169 დღეს გაუტოლდა, ასეთი მაღალი მაჩვენებელი კი, აქამდე ევროფორუმების ფინალურ ეტაპზე არ დაფიქსირებულა. კონტეს მიერ შერჩეულ ძირითად შემადგენლობაში ყველაზე ასაკოვანი ჯანლუიჯი ბუფონი გალხდათ 38 წლის, ხოლო ყველაზე ახალგაზრდა მატეო დარმიანი – 27 წლის. შეგახსენებთ, იტალიამ მიუხედავად ასეთი ხანდაზმული ასაკისა, ბელგია დაჯაბნა და 2:0 მოუგო. გოლები კი ემანუელე ჯაკერინიმ და გრაციანო პელემ გაიტანეს. |
Deprecated: mysql_connect(): The mysql extension is deprecated and will be removed in the future: use mysqli or PDO instead in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Warning: mysql_connect(): Access denied for user 'admin_worldsport'@'localhost' (using password: YES) in /home/worldsport/web/worldcup.worldsport.ge/public_html/pages/wsComments.php on line 55
Cannot access MySQL Host