Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მასპინძელი სტადიონები – “სტად დე ბორდო”
2016-06-09 14:23 | ნახვები: 3431
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ბორდო – ფეხბურთი ქალაქში

საფეხბურთო კლუბი “ბორდო” მანამდეც არსებობდა, მაგრამ პროფესიონალური 1937 წელს გახდა. 1941 წელს პირველად იგებს საფრანგეთის თასს, ხოლო ორი წლის მერე ფინალში მარცხდება. რაც შეეხება საფრანგეთის ჩემპიონობას, ჟირონდელებმა ამის გაკეთება პირველად 1950 წელს მოახერხეს.

შემდგომ იყო ჩავარდნა და “ბორდო” ტიტულის მოგებას ათწლეულების განმავლობაში ვერ ახერხებდა. თუმცა, 80-იან წლებში ევროპულ ასპარეზზე ანგარიშგასაწევი ძალა ხდება – გუნდმა შიდა ჩემპიონატი 1984, 1985 და 1987 წლებში მოიგო, საფრანგეთის თასი მიჯრით ორჯერ (1986, 1987), ხოლო ჩემპიონთა თასზე ნახევარფინალამდე მივიდა. ეს ყველაფერი “ბორდომ” ემე ჟაკეს ხელმძღვანელობით მოახერხა, რომელმაც გუნდი 1989 წელს დატოვა (მან “ბორდოში” 8 წელი იმუშავა).

მერე კლუბს ფინანსური პრობლემები შეექმნა, რაც საბოლოოდ ქვედა ლიგაში დაქვეითებით დასრულდა 1991 წელს. ერთი წლის მერე კი, “ბორდოს” მაისურს ზინედინ ზიდანი ირგებს, რომელიც გუნდმა “კანიდან” შეიძინა – ფრანგული და მსოფლიო ფეხბურთის მომავალი ლეგენდა. ზიდანთან ერთად “ბორდოში” ბიქსენ ლიზარაზუ და კრისტოფ დიუგარიც ირჯებოდნენ და მათი ძალისხმევით გუნდმა უეფას თასის ფინალში გასვლა შეძლო. ეს 1996 წელს მოხდა, ხოლო მეოთხედფინალში იმ დროის გამორჩეულ გრანდ, იტალიურ “მილანს” აჯობა.

“ბორდომ” 2002, 2007 და 2009 წლებში სამჯერ მოიგო საფრანგეთის ლიგის თასი, ხოლო ლორან ბლანის ხელმძღვანელობით საფრანგეთის ჩემპიონობა ისტორიულად მოახერხა, ასევე 2009 წელს. 2013 წელს კი “ბორდომ” საფრანგეთის თასის მოგება 26 წლიანი პაუზის შემდეგ შეძლო.

2014 წლის ზაფხულში გუნდს ცნობილი ფეხბურთელი ვილი სანიოლი ჩაუდგა სათავეში და ეს ახალ სტადიონთან ერთად, კლუბის ისტორიაში ახალი ერის დასაწყისად გამოცხადდა...

ცნობილი ფეხბურთელები ქალაქიდან

ალან ჟირესი (1952-):ევრო 1984-ზე საფრანგეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. იგი ახლაც “ბორდოს” საუკეთესო გოლეადორია 158 გოლით. ჟირესი 2004-2005 წლებში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელიც იყო.

პატრიკ ბატისტონი (1957-):ბატისტონმა საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში 1984 წელს ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იმ ტურნირზე მას ტონი შუმახერთან შეჯახება მოუწია, რაც ფრანგს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდა. “ბორდოს” რიგებში იგი სამჯერ გახდა საფრანგეთის ჩემპიონი (1984, 1985 და 1987 წლებში), ხოლო 1986 წელს ქვეყნის თასი მოიგო.

ზინედინ ზიდანი (1972-):მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა “ბორდოში” 1992-1996 წლებში ირჯებოდა. სწორედ “ჯირონდელთა” წევრი გახლდათ, როდესაც საფრანგეთის ნაკრებში სადებიუტო თამაში ჩაატარა, 1996 წელს კი უეფას თასის ფინალში ითამაშა.

კრისტოფ დიუგარი (1972-):დიუგარი “ბორდოს” სკოლის აღზრდილია და საფრანგეთის ნაკრებში მან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.

რიო მავუბა (1984-):რიო მავუბა “ბორდოში” 8 წლის ასაკიდან თამაშობდა და 2007 წელს საფრანგეთის ლიგის თასიც მოიგო. რამდენიმე მატჩი მას საფრანგეთის ნაკრებშიც აქვს ჩატარებული.

იცით თუ არა, რომ?– საფრანგეთის ნაკრებში მსოფლიოს ჩემპიონატებზე ყველაზე მეტ ფეხბურთელს სწორედ “ბორდოს” შემადგენლობიდან აქვს ნათამაშები.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სხვა ქალაქებიდან მანძილი

ტულუზა – 245 კმ

სენტ ეტიენი – 540 კმ

ლიონი – 555 კმ

პარიზი – 590 კმ

სენ დენი – 600 კმ

მარსელი – 650 კმ

ლანსი – 790 კმ

ლილი – 805 კმ

ნიცა – 810 კმ

დაშორება “სტად დე ბორდოდან” – ქალაქის ცენტრამდე: 8 კმ, აეროპორტამდე 17 კმ.

სტადიონი – “სტად დე ბორდო”

ტევადობა:42 000

გუნდი:“ბორდო”

გახსნა:2015 წლის მაისი

“ბორდოს” ახალი სტადიონის მშენებლობა 2013 წელს დაიწყო და იგი 184 მილიონი ევრო დაჯდა. სტადიონი 26 თვეში აშენდა და იქ პირველი თამაში 2014-2015 წლების სეზონში გაიმართა, როცა ლიგა 1-ის ბოლო ტურის მატჩს უმასპინძლა.

სტადიონი შვეიცარიელთა პროექტით აშენდა, მისი დიზაინი ძალზე წააგავს მიუნხენის “ალიანს არენას” დიზაინს. აქამდე, ბორდოს მთავარი არენა “ჟან შაბან დელმა” იყო, რომელმაც 1938 და 1998 წლის მუნდიალის მატჩებს უმასპინძლა.

ევროპის ჩემპიონატზე ხუთ თამაშს უმასპინძლებს

ჯგუფური ეტაპი

11 ივნისი, 20:00 საათი. უელსი – სლოვაკეთი

14 ივნისი, 20:00 საათი. ავსტრია – უნგრეთი

18 ივნისი, 17:00 საათი. ბელგია – ირლანდია

21 ივნისი, 23:00 საათი. ხორვატია – ესპანეთი

მეოთხედფინალი

2 ივლისი, 23:00 საათი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045166