Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ევრო 2016-ის მასპინძელი სტადიონები – “სტად ჟოფრი გიშარი”
2016-06-09 20:24 | ნახვები: 945
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

სენტ ეტიენი – ფეხბურთი ქალაქში

საფეხბურთო კლუბი “სენტ ეტიენი” საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული გუნდია. იგი 1912 წელს დაარსდა. გუნდის ფერად კი მწვანე იქნა არჩეული.

როჯერ როშე გუნდის პრეზიდენტი გახდა 1961 წელს და... სწორედ აქედან იღებს სათავეს “სენტ ეტიენის” აღზევების ხანა. 70-იან წლებში “მწვანეებს” სამშობლოში ბადალი არ მოეძებნებოდათ. მეტიც, “სენტ ეტიენმა” ჩემპიონთა თასის ფინალში შეძლო გასვლა, სადაც მიუნხენის “ბაიერნთან” 0:1 წააგო. ეს 1976 წელს მოხდა. მერე მწვანე მაისური მიშელ პლატინიმ მოირგო და სწორედ მის სახელს უკავშირდება “სენტ ეტიენის” გაჩემპიონება საფრანგეთში 1981 წელს. იმის მერე, ამ გუნდს ქვეყნის ჩემპიონობა არ მოუპოვებია.

ამას მოჰყვა კრიზისი გუნდში, რაც საბოლოოდ 1984 წელს ქვედა ლიგაში გავარდნით დასრულდა. მომდევნო 20 წელი კი, პრობლემებით იყო სავსე – იცვლებოდნენ მწვრთნელები, ფეხბურთელები, პრეზიდენტები, მაგრამ შედეგი – არა. 2004 წელს “სენტ ეტიენში” ბერნარ ჩიაზო და როლან რომეი მიდიან და სიტუაცია ნელ-ნელა ლაგდება. გუნდმა აქცენტი ნიჭიერ ახალგაზრდებზე გააკეთა (მაგალითად, ლოიკ პერინი, ფაუზი გულამი, კურტ ზუმა და ჯოშუა გუილავოგიც გამოდგება).

ბოლო ოთხ წელიწადში გუნდი პროგრესს თანდათანობით განიცდიდა. კრისტოფ გალტიეს ხელში, “მწვანეებმა” ჯერ მეათე, მერე მეშვიდე, მეექვსე და ბოლოს მეოთხე ადგილი ირგუნეს და გასულ სეზონში ევროტურნირებსაც დაუბრუნდნენ.

ცნობილი ფეხბურთელები ქალაქიდან

ემე ჟაკე (1941-): “სენტ ეტიენის” კაპიტანი ფეხბურთელობისას. ჟაკე იყო საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როდესაც “მამლებმა” პირველად მოიპოვეს მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული 1998 წელს.

დომინიკ როშტო (1955-): მისი მეტსახელია “მწვანე ანგელოზი” – და ნამდვილად, სწორედ ის იყო 1976 წლის სეზონის გმირი, როცა “სენტ ეტიენი” ჩემპიონთა თასის ფინალში გავიდა. დღეს კლუბის ვიცეპრეზიდენტია.

მიშელ პლატინი (1955-): უეფას ყოფილი პრეზიდენტი. სწორედ მასთან ერთად მოიგო “სენტ ეტიენმა” ბოლოს საფრანგეთის ჩემპიონატი (1981 წელს). მერე პლატინი “იუვენტუსში” გადაბარგდა, სადაც “ოქროს ბურთი” სამჯერ მოიგო.

ლორან ბლანი (1965-): ამჟამად პსჟ-ს და მანამდე საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი “მამლების” შემადგენლობაში.

ვილი სანიოლი (1977-): სანიოლი “სენტ ეტიენის” აკადემიაში აღიზარდა. მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი 2006 წელს. კარიერის საუკეთესო პერიოდი ვილიმ მიუნხენის “ბაიერნში” გაატარა.

იცით თუ არა, რომ? – “სენტ ეტიენს” საფრანგეთის ჩემპიონობა ყველაზე მეტჯერ, კერძოდ, ათჯერ აქვს მოპოვებული. თუმცა, ეს ბოლოს 1981 წელს მოახერხა.

ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი სხვა ქალაქებიდან მანძილი

ლიონი – 65 კმ

მარსელი 335 კმ

ნიცა 500 კმ

პარიზი – 525 კმ

სენ დენი – 540 კმ

ტულუზა – 540 კმ

ბორდო – 540 კმ

ლანსი – 735 კმ

ლილი – 750 კმ

დაშორება “სტად ჟოფრი გიშარიდან” – ქალაქის ცენტრამდე 4 კმ, ლიონის აეროპორტამდე 70 კმ

სტადიონი – “სტად ჟოფრი გიშარი”

ტევადობა: 41 500

გუნდი: “სენტ ეტიენი”

გახსნა: 1931 წლის სექტემბერი

“სენტ ეტიენის” საშინაო არენა 1931 გაიხსნა. მასზე ისეთი არასტუმართმოყვარე ატმოსფერო სუფევს, რომ მეტოქე გუნდებს იქ თამაში განსაკუთრებულად უჭირთ.

“ჟოფრი გიშარი” ქალაქის ჩრდილოეთით მდებარეობს. არენა თავიდან მძლეოსნობის თამაშებსაც მასპინძლობდა, მაგრამ 1956 წლიდან ტრიბუნები მოედანს დაუახლოვეს და იქ მხოლოდ საფეხბურთო და სარაგბო მატჩები იმართება.

სტადიონმა უმასპინძლა 1984 წელს ევროპის, ხოლო 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატის შეხვედრებს. ასევე, 2007 წელს რაგბის მსოფლიო თასს.

სტადიონის დიზაინი ძალზე წააგავს ინგლისურ სტადიონებს. ოთხივე ტრიბუნა მოედანთან ახლოსაა, რაც განსაკუთრებულ საფეხბურთო ატმოსფეროს ქმნის. სარეკონსტრუქციო სამუშაოების შედეგად, რომელიც 2014 წელს დასრულდა, მისი ტევადობა 41 500 ადგილით განისაზღვრა.

ევროპის ჩემპიონატზე ოთხ თამაშს უმასპინძლებს

ჯგუფური ეტაპი

14 ივნისი, 23:00 საათი. პორტუგალია – ისლანდია

17 ივნისი, 20:00 საათი. ჩეხეთი – ხორვატია

20 ივნისი, 23:00 საათი. სლოვაკეთი – ინგლისი

მერვედფინალი

25 ივნისი, 17:00 საათი



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
1.015465