Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ისევ ვარდისა და სტარიჯის შესახებ
2016-06-20 10:51 | ნახვები: 4838
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

თუ დღეს ინგლისელები არ წააგებენ, პლეი ოფში გავლენ. მარცხის შემთხვევაშიც შეიძლება მოხვდნენ 16 საუკეთესოში, თუმცა, მაშინ უკვე სხვებზეც იქნებან დამოკიდებულნი. ამიტომ, ჰოჯსონის ბიჭები მინდორზე მხოლოდ გასამარჯვებლად გავლენ.

ფრის შემთხვევაში სლოვაკებიც შეიძლება ჯგუფიდან გავიდნენ, თუმცა, ცხადია, არც ისინი დაზოგავენ თავს. ნუ ვიმარჩიელებთ. ერთი ცხადია, გამარჯვებული ევრო 2016-ზე მონაწილეობას აგრძელებს. სხვა მხრივ, საქმეში ელემენტარული არითმეტიკა ერთვება.

მაგალითად, სლოვაკური “სპორტი” წერს: “რა ვიცით მესამე ტურის შესახებ? არაფერი. შეიძლება პირველ ადგილზე გავიდეთ, შეიძლება ბოლოზე. ერთი ცხადია, რუსეთი ცხრილის სათავეში ვერაფრით მოექცევა.”

წინა ტური ორივე გუნდისთვის იღბლიანი გამოდგა. ინგლისელებმა დრამატულ ბრძოლაში დაამარცხეს “თანამემამულე” უელსელები (2:1), სლოვაკებმა კი ამავე ანგარიშით რუსებს მოუგეს. იმ მატჩის გმირი იტალიური “ნაპოლის” 28 წლის ნახევარმცველი მარეკ ჰამშიკი გახდა: “არ ვიცი რამდენად ვარ ნაკრების მთავარი ვარსკვლავი, მაგრამ ადრეც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, ყველაფერს გავაკეთებ რათა ტურნირზე ღირსეულად წარმოვჩნდეთ. ჩვენი ქვეყანა გვიყურებს და უკან დახევა არაფრით შეიძლება. ჯგუფიდან აუცილებლად უნდა გავიდეთ,”- უთხრა ჰამშიკმა ჟურნალისტებს.

ინგლისელთა ბანაკში მთავარი გასარჩევი თემა ისევ თავდასხმაა. სლოვაკეთთან მატჩის წინ სენტ-ეტიენის სტადიონის მედიადარბაზში ჟურნალისტები ძირითადად ამ საკითხზე კამათობენ. იქნებიან თუ არა ჯეიმი ვარდი და დანიელ სტარიჯი სასტარტოში. უელსთან შეხვედრა ხომ ფაქტობრიუვად, მათ მოიგეს. ჰარი კეინი კი გადაღლილი ჩანს. ინგლისური თჰე თიმეს-ი ამტკიცებს, რომ კეინი დიდი დატვირთვების მსხვერპლი გახდა. გასულ სეზონში “ტოტენჰემის” შემტევმა მინდორზე 5 092 წუთი დაჰყო. შედარებისთვის, ვარდიმ - 3 707, სტარიჯმა -1 812.

პრესკონფერენციაზე ჰოჯსონთან ერთად ვარდიც მივიდა, კეინს გამოექომაგა და აი, რა თქვა: “ჰარი დაღლილი არ არის. ის გულმოდგინედ მუშაობს ვარჯიშებზე და სხვებივით იბრძვის “ძირითადისთვის.” იმედია, მალე გატანასაც დაიწყებს.”

თუმცა ჩვენმა ბრიტანელმა კოლეგებმა გაიხსენეს, რომ პირველი მაისის შემდეგ კეინმა კლუბსა და ნაკრებში შვიდ მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, მაშინ, როცა სტარიჯს ექვს შეხვედრაში სამი გოლი, ვარდის კი ხუთში ოთხი მოუგროვდა.

ჰოჯსონმა კი თქვა : “ჯეიმი და დანიელი უელსთან მატჩში შეცვლაზე შევიდნენ და შესანიშნავად წარმოაჩინეს თავი. დარწმუნებული ვარ, კიდევ სურთ შანსი მიიღონ. თუმცა, ჩვენ რამდენიმე ვარიანტი გვაქვს და ძირითად შემადგენლობას შეხვედრის წინ გამოვაცხადებთ.

სლოვაკებს კარგი შეტევის ხაზი ჰყავთ. ჰამშიკი, დუდა და ვაისი ჩინებული თავდამსხმელები არიან. ეს მათ ტურნირზე უკვე დაამტკიცეს. ასევე კარგად ვიცნობ მარტინ შკრტელს,”ლივერპულში” ყოფნისას გავიცანი. ძალიან ძლიერი მცველია.”

იან კოზაკი (სლოვაკეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ვიცნობთ ინგლისელებს, მათ შემტევ პოტენციალს. ვეცდებით, მეტოქეს მოედნის ცენტრი არ დავუთმოთ. ინგლისელები მოქნილ ფეხბურთს თამაშობენ, რომელიც მოწინააღმდეგის სტილს მალე ეთვისება. ეს ჩვენ უელსთან მატჩის მეორე ტაიმში ვნახეთ. მაგრამ, ჩვენ საკუთარ შესაძლებლობებზე უნდა ვიფიქროთ. ვეცდებით სამი ქულის მოპოვებას. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გვეცოდინება, რომ ერთიც გვყოფნის.”

ეს გუნდები ერთმანეთს სამჯერ შეხვედრიან და სამივე თამაში ბრიტანელებმა მოიგეს. ევრო 2004-ის შესარჩევში (2:1, 2:1) და 2009-ში ამხანაგურ მატჩში 4:0.

და კიდევ, ევრო 2000-ზე რუმინელებთან მარცხის შემდეგ (2:3), ინგლისელებს დიდ ტურნირებზე ჯგუფის დასკვნითი მატჩი აღარ წაუგიათ (3 მოგება და 3 ფრე).

სლოვაკეთი – ინგლისი

20 ივნისი. სენტ-ეტიენი. “ჟოფრუა გიშარი.” 23.00

სავარაუდო შემადგენლობები

სლოვაკეთი: კოზაჩიკი, პეკარიკი, შკრტელი, დიურიცა, ჰუბოჩანი, პეჩოვსკი, მაკი, კუცკა, ვაისი, ჰამშიკი, დუდა

მწვრთნელი: იან კოზაკი

ინგლისი: ჰარტი, უოკერი, კეჰილი, სმოლინგი, როუზი, დაიერი, ლალანა, რუნი, ალი, ვარდი, სტარიჯი

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

მსაჯი: კარლოს ველასკო კარბალიო (ესპანეთი)


B ჯგუფი ბოლო ტურის წინ:

1. ინგლისი 2 1 1 0 3:2 4

2. უელსი 2 1 0 1 3:3 3

3. სლოვაკეთი 2 1 0 1 3:3 3

4. რუსეთი 2 0 1 1 2:3 1



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.037756