Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ძმა ძმის პირისპირ
2016-06-11 10:57 | ნახვები: 5164
12345678910111213141516
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატი დღეს A ჯგუფის მეორე მატჩით განახლდება. თბილისის დროით 17:00 საათზე შვეიცარია ალბანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ლანსის “ფელიქს ბოლარ-დელელისზე” – შვეიცარიას ჯგუფიდან გასვლის ამბიცია გააჩნია, ალბანეთი კი ევროფორუმის დებიუტანტია, შესაბამისად, ჯანი დე ბიაზის გუნდი სამშობლოში უკვე გმირია.

სხვათა შორის, ალბანეთისთვის შვეიცარია ერთობ უხერხული მეტოქეა – ბოლო ექვს თამაშში დე ბიაზის გუნდს შვეიცარიელთათვის არ მოუგია: 1 ფრე, 5 წაგება. მოკლედ, ალბანელებს ბევრი რამ აქვთ დასამტკიცებელი დღევანდელი მეტოქისთვის. შვეიცარიის მიზანი კი რაც შეიძლება შორს წასვლაა. ამაზე გადაკვრით ვლადიმირ პეტკოვიჩმაც ისაუბრა.

აღსანიშნავია, რომ დღეს ერთმანეთის წინააღმდეგ ძმები ითამაშებენ – ტოლან ჯაკა ალბანეთის ნაკრების რიგებში, გრანიტ ჯაკა – შვეიცარიის. ეს პირველი შემთხვევაა ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში, როცა ძმები მეტოქე ნაკრებებში ირჯებიან. აქამდე მსოფლიო პირველობებზე ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ ევროპის – არა.

საერთოდ, შვეიცარიის ნაკრების რიგებში ირჯებიან ალბანური წარმოშობის ფეხბურთელები ვალონ ბეჰრამი, გრანიტ ჯაკა, ადმირ მეჰმედი, ქსერდან შაქირი, ბლერიმ დზემაილი. თავის მხრივ ალბანეთის ნაკრებშიც მრავლად არიან შვეიცარიაში დაბადებულნი ანაც გაზრდილი მოთამაშეები. კერძოდ, ამირ აბრაში, არლინდ აჯეტი, მეგიენ ბაშა, შკეზელინ გაში, ფრედერიკ ვესელი, ნასერ ალიჯი, ლორიკ სანა, ბურიმ კუკელი და ერმირ ლენიანი. მოკლედ, ამ ორი ნაკრების მოთამაშეებისთვის ყველაფერი კარგად ნაცნობია.

რაც შეეხება უშუალოდ მატჩს – გუნდები საკადრო პრობლემებს არ უჩივიან და ჯანი დე ბიაზისა და ვლადიმირ პეტკოვიჩს შეეძლებათ მოედანზე უძლიერესი შემადგენლობა გაიყვანონ. ბოლო პერიოდში არცერთი გუნდი ბრწყინავდა. ალბანეთმა უკანასკნელ ხუთ მატჩში მხოლოდ ორი მოიგო, ხოლო ერთი ფრედ დაასრულეს, ორიც წააგეს. ერთადერთი ფრე ალბანეთმა საქართველოს ნაკრებთან ითამაშა გასული წლის შემოდგომაზე. კიდევ უფრო ცუდად გამოვიდა შვეიცარია სწორედ ამ პერიოდში: 2 მოგება, 3 მარცხი. შვეიცარიელებმა ნოემბერში ავსტრიას, ხოლო ერთი კვირის წინ მოლდოვას აჯობეს.

ჯანი დე ბიაზი (ალბანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “პირველი შეხვედრაა და ეს ძალიან რთული იქნება, რადგან სადებიუტო მატჩები ყოველთვის რთულია. ძალიან უცნაური მატჩი იქნება იმიტომ, რომ ალბანური წარმოშობის ფეხბურთელები ჩვენს წინააღმდეგ იასპარეზებენ. ძმები, რომლებიც სხვადასხვა ნაკრებში ირჯებიან. ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი შეხვედრაა. და მაინც, ეს მატჩი არ იქნება დერბი.

თუ ჯგუფურ ეტაპს გავივლით, ჩვენთვის შესანიშნავი სიურპრიზი იქნება. ალბანელი ხალხისთვის ჩვენ საამაყონი ვართ და იმედია ასე იქნება ტურნირის მერეც. ჩემი ფეხბურთელებიც ამაყობენ, რომ აცვიათ ალბანეთის ნაკრების ფორმა. ისინი მოედანზე 100%-ით დაიხაჯებიან და ერთად იბრძოლებენ. სწორედ ამის წყალობით მოვახერხეთ საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა”

ვლადიმირ პეტკოვიჩი (შვეიცარიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): ყოველთვის რთულია ასეთ ტურნირებზე პირველი ორი თამაშის ჩატარება. მე ყოველთვის ემოციებს ვითხოვ ასეთი შეხვედრებისგან, განსაკუთრებით, სადებიუტო თამაშებში. ჩვენი მიზანია ერთად დავწეროთ ისტორია, მაგრამ ვიცით, რომ ეს ძალზე რთული იქნება.

დღეს უდაოდ ალბანეთზე უკეთ უნდა ვითამაშოთ და მოვიგოთ. თუმცა, ამისათვის საჭიროა 90 წუთი კონცენტრაცია არ დავკარგოთ. ალბანეთი ორგანიზებული გუნდია, უფრო მეტად დაცვაში, თუმცა ჩვენ ვიცით როგორ გამოვიყენოთ მათი შეცდომები”.

სავარაუდო შემადგენლობები:

ლანსი, “ფელიქს ბოლარ დელელისი”

11 ივნისი, 17:00 საათი

ალბანეთი (4-5-1): ბერიშა; ჰისაი, სანა, მავრაი, აგოლი; კუკელი, ტ. ჯაკა, როში, აბრაში, ლენიანი; სადიკუ

მწვრთნელი: ჯანი დე ბიაზი

შვეიცარია (4-3-3): სომერი; ლიხშტაინერი, შარი, ჯურუ, როდრიგესი; ბეჰრამი, დზემაილი, გ. ჯაკა; შაქირი, სეფეროვიჩი, მეჰმედი

მწვრთნელი: ვლადიმირ პეტკოვიჩი

მსაჯი: კარლოს ველასკო (ესპანეთი)



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.053082