Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
გერმანია და პოლონეთი – ყველა ჯგუფში ერთად
2016-06-16 11:35 | ნახვები: 3820
12345678910
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

გერმანიის და პოლონეთის საფეხბურთო ნაკრებებმა ევროპის ჩემპიონატის საწყის ტურში სამ-სამი ქულა აიღეს და ცხადია, დღეს “სტად დე ფრანსზე” დაგეგმილ შეხვედრას კარგ ხასიათზე ხვდებიან. ნათელია, რომ პარიზულ მატჩში გამარჯვებული პლეი-ოფში თამაშს გაინაღდებს, ამდენად, სასწორზე ბევრი რამ დევს.

საინტერესოა, გერმანია და პოლონეთი ევრო-2016-ის შესარჩევ ეტაპზეც ერთ ჯგუფში მოხვდნენ და მაშინ გუნდებმა საშინაო გამარჯვებები გაცვალეს. ვარშავულ მატჩში მასპინძლებმა მილიკის და მილიას გოლების წყალობით 2:0 იმარჯვეს და ამით, გერმანელებთან 18-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტეს. იოახიმ ლიოვის შეგირდთა რევანში ღირსეული გამოდგა: ფრანკფურტში გამართულ შეხვედრაში მიულერის და გიოტცეს გოლებს ლევანდოვსკიმ კი უპასუხა, თუმცა, ბოლოსკენ გიოტცემ კიდევ ერთხელ იხეირა და გერმანიამ 3:1 მოიგო.

ცხადია, მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონების ძირითად ყურადღება სწორედ ლევანდოვსკისკენ იქნება მიპყრობილი, რომელიც მიუნხენის “ბაიერნის” ღირსებას იცავს და გერმანულ ფეხბურთს ჩინებულად იცნობს. მომავალი მატჩის შესახებ კომენტარი სწორედ ლევანდოვსკის თანაგუნდელმა ჟერომ ბოატენგმა გააკეთა.

“მეტოქეს საკვალიფიკაციო რაუნდშიც ვეთამაშეთ და მათ კარგად ვიცნობთ. ყველას კარგად ახსოვს, რომ ორივე შეხვედრაში დიდი ბრძოლა იყო. პოლონელებს შეტევაში რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელი ჰყავთ და აქცენტს მხოლოდ ლევანდოვსკიზე არ გავაკეთებდი. მათ მწვრთნელსაც კარგად ვყავართ შესწავლილი და უპირატესობის მოპოვება რთული იქნება”.

საინტერესო იყო თავად ლევანდოვსკის განცხადებაც: “ვთვლი, რომ გერმანია ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტია. მათი ძალა ყველამ კარგად იცის. სიმშვიდე და თავდაჯერებულობა უნდა შევინარჩუნოთ. მთავარია, ის შანსები, რომლებიც მოგვეცემა, მაქსიმალურად კარგად გამოვიყენოთ”.

სავარაუდოა, რომ დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს პოლონელთა ძირითადი მეკარე ვოიცეხ შჩესნი. იტალიური “რომას” 26 წლის გოლკიპერმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან შეხვედრაში ბარძაყის ტრავმა მიიღო და ბოლო ვარჯიშები გამოტოვა. პოლონელთა თავკაცმა ადამ ნავალკამ იმედი გამოთქვა, რომ ფაბიანსკი 21 ივნისს უკრაინასთან მატჩისთვის მაინც მომჯობინდება, ის კი აღარ დაუკონკრეტებია, კარში ადგილს ვის ანდობს – ლუკაშ ფაბიანსკის თუ არტურ ბორუცს.

იოახიმ ლიოვი: “თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ჩვენთვის პოლონეთთან მატჩი ჯგუფში საკვანძო ხასიათს ატარებს. პირველ ტურში მათაც იმარჯვეს და ჩინებულ ხასიათზე იქნებიან, ეს კი, ხშირ შემთხვევაში, დიდ როლს თამაშობს. მცირე ტრავმა არაერთ ჩემს ფეხბურთელს აწუხებს, თუმცა, ვინც მინდორზე გავა, ისინი ბოლომდე დაიხარჯებიან”.

ადამ ნავალკა: “გერმანელებს დიდებული გუნდი ჰყავთ. ძნელი იქნება, თუმცა, ვეცდებით, ბურთი ისევე ვაკონტროლოთ, როგორც – ჩრდილოეთ ირლანდიასთან. გერმანიას შესარჩევ ციკლშიც ვეთამაშეთ და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული გამოცდილება უკვე მიღებული გვაქვს”.

“სტად დე ფრანსი” (პარიზი). C ჯგუფი. 23:00

გერმანია – პოლონეთი

გერმანია (4-2-3-1): ნოიერი, ჰუმელსი, ბოატენგი, ჰიოვედესი, ჰექტორი, ხედირა, კროოსი, დრაქსლერი, გიოტცე, ოზილი, მიულერი.

მწვრთნელი: იოახიმ ლიოვი.

პოლონეთი (4-4-2): ფაბიანსკი, იედრჟეიჩიკი, პაზდანი, გლიკი, პიშჩეკი, ბლაშჩიკოვსკი, კაპუსტკა, მაჩინსკი, კრიხოვიაკი, მილიკი, ლევანდოვსკი.

მწვრთნელი: ადამ ნავალკა.

მსაჯი: ბიორნ კუიპერსი (ჰოლანდია).


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.03987