Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
დალევენ ხორვატები?
2016-06-17 12:39 | ნახვები: 3565
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

D ჯგუფი დღეს ჩეხეთი-ხორვატიის მატჩით გაიხსნება. პირველი ტურიდან გამომდინარე, ანტე ჩაჩიჩის გუნდი ფავორიტია: ბრწყინვალედ ითამაშეს თურქებთან და 1:0 მოიგეს, თუმცა დიდი ანგარიშით გამარჯვებაც შეეძლოთ. ჩეხებმა კი ესპანეთთან 0:1 წააგეს, ორი მწვავე შეტევა ჰქონდათ, ორი მომენტი შექმნეს, დანარჩენი დრო კი ყრუ დაცვას დაუთმეს.

მოკლედ, პირველ მატჩებში ჩეხებსა და ხორვატებს სხვადასხვა როლი ერგოთ, მეტოქეებიც განსხვავებული კლასისანი ჰყავდათ. დღეს შესაძლოა, რაღაც-რაღაცეები შეიცვალოს, პაველ ვრბას გუნდს დაცვითი მოდელი არაფერს არგებს, უნდა შეუტიოს და ეყოფა კი საამისოდ ძალა?

როგორია, 35 წლის ტომაშ როსიცკითა და საშუალოზე ოდნავ მაღალი კლასის ნახევარმცველებით ცენტრში თამაში მოუგო ხორვატიას, რომელსაც ლუკა მოდრიჩი და ივან რაკიტიჩი ჰყავს?! ალბათ, ვრბას სხვა მოდელი ექნება არჩეული.

ხორვატთა შემტევი პოტენციალი თვალისმომჭრელია, ჩეხები კი, რაც ესპანეთთან ეპიზოდებში გამოჩნდა, ფლანგიდან მაღალ ჩაწოდებებზე გააკეთებენ აქცენტს.

ხორვატიას დაუბრუნდა დარიო სრნა, რომელიც მამის გარდაცვალების გამო სამშობლოში იყო წასული. სრნას მამა სწორედ ხორვატია-თურქეთის მატჩის დროს დაიღუპა.

მწვრთნელმა ჩაჩიჩმა არ დამალა, რომ თუ მეორე ტურშიც მოიგებს, ნაკრების მთელი პერსონალი სასმელსაც შეეპარება: “მთელი გუნდი დალევს, მაგრამ რა თქმა უნდა, ბევრს არა. ორი-სამი კათხა ლუდი საკმარისი იქნება”.

არც ფინალურ ეტაპებზე და არც შესარჩევებში ერთმანეთს არ შეხვედრიან. იყო მხოლოდ ორი ამხანაგური და ორივე ხორვატიაში: 1996 წელს 1:1 ითამაშეს, ხოლო 2011 წელს მასპინძლებმა 4:2 მოიგეს. მათგან გოლები ნიკოლა კალინიჩმა (2), ედუარდომ და ილიჩევიჩმა გაიტანეს, ხოლო ჩეხებიდან როსიცკიმ და სივოკმა.

17 ივნისი. 20:00. სენტ-ეტიენი. “ჟოფრუა გიშარი”

ჩეხეთი-ხორვატია

სავარაუდო შემადგენლობები:

ჩეხეთი: ჩეხი, კადერაბეკი, სივოკი, ჰუბნიკი, ლიმბერსკი, გებრე სელასი, დარიდა, პლაშილი, კრეიჩი, როსიცკი, ლაფატა

მწვრთნელი: პაველ ვრბა

ხორვატია: სუბაშიჩი, სრნა, ჩორლუკა, ვიდა, სტრინიჩი, ბროზოვიჩი, მოდრიჩი, რაკიტიჩი, ბადელი, პერიშიჩი, მანჯუკიჩი

მწვრთნელი: ანტე ჩაჩიჩი

მსაჯი: მარკ კლატენბურგი (ინგლისი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045695