Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
პორტუგალიამ ბეწვის ხიდზე გაიარა
2016-06-22 23:10 | ნახვები: 4680
port.jpg
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში “სტად დე ლიონზე” ერთმანეთს უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. აღნიშნული შეხვედრა მიმდინარე ტურნირზე ჯერჯერობით ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა და ფრედ 3:3 დასრულდა.

პორტუგალიის ნაკრებმა ამჯერადაც ვერ აჩვენა ის თამაში, რომელსაც მისგან ელიან. “ლუზიტანები სამჯერ აგებდნენ, თუმცა გათანაბრება ამდენჯერვე მოახერხეს. შეიძლება ითქვას, რომ მათ ბეწვის ხიდზე გაიარეს და მე-3 ადგილით გავიდნენ შემდეგ ეტაპზე, სადაც ხორვატიას დაუპირისპირდებიან.

ნაკრებისგან განსხვავებით, როგორც იქნა იმ დონეზე ითამაშა კრიშტიანო რონალდუმ, როგორსაც მიგვაჩვია და ეკადრება. 31 წლის ვარსკვლავმა ორი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა მიითვალა.

პირველ ნახევარში ბურთს უმეტესად პორტუგალია ფლობდა, თუმცა სახიფათო მომენტები თითქმის თანაბრად ექმნებოდათ. ანგარიში მალევე გაიხსნა, 19-ე წუთზე 37 წლის ზოლტან გერამ შორეული მანძილიდან შესანიშნავი გოლი გაიტანა. პირენეელებმა გათანაბრება ტაიმის ბოლოს მოახერხეს, კრიშტიანო რონალდუს მშვენიერი გადაცემა ლუიშ ნანიმ შეირგო და ტაიმი 1:1 დასრულდა.

მეორე ტაიმი “მადიარელთათვის” ჩინებულად დაიწყო და 47-ე წუთზე ბალაშ ჯუჯაკმა საჯარიმო დარტყმით მოახერხა გატანა. ბალაშს რიკოშეტიც დაეხმარა – მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ანდრე გომეშს მოხვდა და ისე გავიდა გოლი.

უნგრელთა სიხარულმა დიდხანს არ გასტანა და სამ წუთში კრიშტიანო რონალდუმ ქუსლით ულამაზესი გოლი გაიტანა.

პორტუგალიელები უკვე მოსაგებად აპირებდნენ გაწევას, რომ 55-ე წუთზე უნგრეთმა კიდევ ერთი ჯარიმის დარტყმის უფლება მოიპოვა. ჯუჯაკმა ბურთი კედელს გაარტყა, მაგრამ განმეორეობითი დარტყმა შედეგიანი აღმოჩნდა და ამაში კვლავ რიკოშეტი დაეხმარა – ბურთი ამჯერად ლუიშ ნანის მოხვდა და ისე შევარდა მეტოქის კარში.

“ლუზიტანებმა” ამჯერადაც მალე შეძლეს გათანაბრება, 62-ე წუთზე ცვლილებაზე შემოსულმა რიკარდო კვარეზმამ მეტოქის საჯარიმოში კარგად ჩააწოდა, სადაც ყველას რონალდუმ აჯობა და კირალს თავით აუღებელი დაურტყა.

ორ წუთში უნგრეთი კინაღამ კიდევ ერთხელ დაწინაურდა – აკოშ ელეკმა ძელს გაარტყა.

ამის შემდეგ გუნდებს აღარ გაურისკავთ და რეალური საგოლე მომენტი აღარ შექმნილა. ფრე 3:3 და ორივე ქვეყანა შემდეგ ეტაპზეა. უნგრეთი 5 ქულით პირველზე გავიდა, ხოლო პორტუგალია 3 ქულით მესამეზე.

აღსანიშნავია, რომ კრიშტიანო რონალდუმ მეოთხე ევროპის ჩემპიონატზე შეძლოს გოლის გატანა და პირველი მოთამაშე გახდა, ვინც ამის გაკეთება მოახერხა.

უნგრეთი – პორტუგალია 3:3 (1:1)

ლიონი, “სტად დე ლიონი”

უნგრეთი (4-2-3-1): კირალი, ჟუჰაჟი, გუზმიცსი, ლანგი, კორჰუტი, გერა (ბესე 46), პინტერი, ელეკი, ჯუჯაკი, ლოვრენცისი (შტიბერი 83), შალაი (ნემეტი 71).
მწვრთნელი: ბერნდ შტორკი

პორტუგალია (4-4-2): პატრისიო, რ.კარვალიო, პეპე, ვეირინია, ელიზეუ, უ.კარვალიო, მოუტინიო (სანჩესი 46), გომეში (კვარეზმა 61), მარიო, ნანი (დ.პერეირა 81), რონალდუ.
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

გოლები: 1:0 გერა (19), 1:1 ნანი (42), 2:1;3:2 ჯუჯაკი (47;55), 2:2;3:3 რონალდუ (50;62)
გაფრთხილებები: გუზმიცსი, ჟუჰაჟი, გერა, ჯუჯაკი
მსაჯი: მარტინ ატკინსონი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.040175