Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მუნდიალი გაიხსნა - ნეიმარის ბრაზილია დაიქოქა
2014-06-13 04:34 | ნახვები: 2340
ნეიმარის ზუსტი თერთმეტმეტრიანი
ნიკო კოვაჩი (მარცხნივ) და ლუიშ ფელიპე სკოლარი
მატჩის გმირი - ნეიმარი
123456789101112
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის პირველმა დღემ ფეხბურთის გულშემატკივართა დიდი რაოდენობის იმედი გაამართლა. ნანატრ მუნდიალს და პირველ მატჩს წინ უძღვოდა ტურნირის გახსნის გრანდიოზული ცერემონიალი, სადაც მონაწილეობა 2000-მდე ადამიანმა მიიღო. დაახლოებით 25-წუთიანმა ეფექტურმა წარმოდგენამ ქომაგებს საფეხბურთო განწყობა შეუქმნა. ჯენიფერ ლოპესმა და „პიტბულმა“ ბრაზილიური მუნდიალის ოფიციალური ჰიმნი შეასრულეს და ცერემონიალიც ამით დასრულდა.

სულ მალე, „კორინთიანს არენა“ დეკორაციებისგან გაიწმინდა და მწვანე მინდორიც გამოჩნდა, სადაც ბრაზილიისა და ხორვატიის ეროვნული ნაკრებების ფეხბურთელებმა შეაბიჯეს. ლუიშ ფელიპე სკოლარის გუნდი უდავო ფავოროტად მიიჩნეოდა და 3 ქულის გარდა, სხვა შედეგი არ ეპატიებოდა. ბრაზილიელები მოედანზე სწორედ ამ განწყობით გავიდნენ, მაგრამ მატჩი მათთვის უსიამოვნოდ დაიწყო - მე-6 წუთზე, ივიცა ოლიჩმა მარცხენა ფრთიდან მეტოქის საჯარიმოში დაბალი გადაცემა გააკეთა, რომელიც მასპინძელთა მარცხენაფლანგელმა მარსელომ თავის კარში ჩაჭრა.

ამგვარად, ხორვატები წინ გავიდნენ და სკოლარის გეგმები თავდაყირა დააყენეს. „სელესაოს“ ბურთის საგორავებლად აღარ ეცალა და იძულებული იყო, შეტევაში გადასულიყო. ყველაზე სახიფათო მომენტი ბრაზიელთა შემტევ ნახევარმცველ ოსკარს ჰქონდა, რომელმაც დაახლოებით 20-25 მეტრიდან მარცხენა ფეხით დაჰკრა, მაგრამ ხორვატთა კარის დარაჯმა ბურთი ნახტომში მოიგერია.

სკოლარის გუნდმა ანგარიში 29-ე წუთზე გაათანაბრა - მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელებულმა ნეიმარმა საჯარიმოს მისადომებიდან მარცხენა ფეხით არცთუ ძლიერად, მაგრამ ზუსტად დაარტყა. გუნდებმა პირველ ტაიმში გოლები გაცვალეს და შესვენებაზე საყაიმო ანგარიშით გავიდნენ.

გასახდელიდან დაბრუნებული ხორვატები მეორე ტაიმის დებიუტში ყოჩაღობდნენ და სათამაშო უპირატესობასაც დაეუფლნენ. ნიკო კოვაჩის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მისი გუნდი ყველა სიტუაციაში ბოლომდე იბრძოდა და მეტოქეს გამუდმებით აწუხებდა.

მატჩის გადამწყვეტი მომენტი 71-ე წუთზე შეიქმნა - იაპონელმა მსაჯმა იუიტი ნიშიმურამ ხორვატთა საჯარიმოში ბრაზილიელი ფრედის „წაქცევისთვის“ პენალტი დანიშნა. დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბრაზილიელთა ფორვარდმა მსაჯი სატყუარაზე წამოაგო და თერთმეტმეტრიანის უფლება მოიპოვა. ბურთთან ნეიმარი მივიდა და არცთუ ხეირიანი დარტყმის მიუხედავად, ბრაზილიელები დააწინაურა. დავიდ ვილიას შემდეგ, ნეიმარი ერთადერთია, ვინც მსოფლიოს ჩემპიონატზე დებიუტი დუბლით აღნიშნა. ვილიამ პირველად მუნდიალზე 2006 წელს ითამაშა და სადებიუტო შეხვედრაში 2 ბურთი გაიტანა.

ხორვატიის ნაკრები მარცხს არ შეეგუა და შეტევაში გადავიდა. „ბლეიზერები“ მასპინძლებს ტოლს არაფერში უდებდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ. შორი დისტანციიდან სცადეს ანგარიშის გათანაბრება ლუკა მოდრიჩმა და ივან პერიშიჩმა, მაგრამ მიზანს ვერცერთმა მათგანმა მიაღწია. ხორვატთა იმედებს ცივი წყალი ოსკარმა გადაასხა, რომელმაც მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში თავისი მეორე შანსი გამოიყენა და ტაბლოზე საბოლოო ანგარიში - 3:1 დააფიქსირა.

მოგეხსენებათ, მსოფლიოს ჩემპიონატის ყოველ მატჩს თავისი გმირი ჰყავს. რა გასაკვირია, რომ ფიფამ დღევანდელ მატჩში ბრაზილიელთა მთავარი იმედი - ნეიმარი გამოარჩია...

სან პაულუ. „კორინთიანს არენა“. 62103 მაყურებელი

ბრაზილია - ხორვატია 3:1 (1:1)

ბრაზილია: ჟულიუ სესარი, დანი ალვესი, ტიაგო სილვა, დავიდ ლუისი, მარსელო, ლუის გუსტავო, პაულინიო (ერნანესი 63), ოსკარი, ფრედი, ჰალკი (ბერნარდი 68), ნეიმარი (რამირესი 88).

მწვრთნელი: ლუიშ ფელიპე სკოლარი

ხორვატია: პლეტიკოშა, სრნა, ჩორლუკა, ლოვრენი, ვრსალკო, მოდრიჩი, რაკიტიჩი, პერიშიჩი, კოვაჩიჩი (ბროზოვიჩი 61), ოლიჩი, ელავიჩი (რებიჩი 78).

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლი: 0:1 მარსელო (6ს.კ.), 1:1 ნეიმარი (29), 2:1 ნეიმარი (71), 3:1 ოსკარი (90)

გაფრთხილება: ნეიმარი (27), ლუის გუსტავო (88) - ჩორლუკა (66), ლოვრენი (69)

კარში დარტყმა: 14 (6) – 10 (3) ჯარიმა: 5 - 21 კუთხური: 7 - 3 თამაშგარე: 1 - 0 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 2 – 3

მთავარი არბიტრი: იუიტი ნიშიმურა (იაპონია)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.045748