Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
მექსიკამ კამერუნსაც სძლია და მსაჯსაც
2014-06-13 23:06 | ნახვები: 3136
პერალტამ მექსიკას მოაგებინა
1234
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
მექსიკისა და კამერუნის ეროვნულ ნაკრებთა მატჩის შემდეგ, მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე მსაჯობის თემამ კიდევ უფრო წამოიწია. საწყის 2 მატჩში დაშვებული 3 ძალზე უხეში შეცდომა კარგს არაფერს მოასწავებს.
შეხვედრი ს პირველ ნახევარში, კოლუმბიელმა არბიტრმა უილმარ როლდან პერესმა მექსიკელებს ორი 100%-იანი გოლი გაუუქმა, მაგრამ მიგელ ერერას გუნდმა 3 ქულის მოპოვება მაინც მოახერხა. მე-10 წუთზე, მარჯვენა ფრთიდან გაკეთებულ გადაცემას ჯოვანი დოს სანტოსი გამოეხმაურა და ბურთი აფრიკელთა კარში მოათავსა, მაგრამ მსაჯმა არასამართლიანი თამაშგარე დააფიქსირა და გოლი არ ჩათვალა.
მექსიკელები სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ კამერუნელები პერიოდულად აწუხებდნენ მეტოქეს. 21-ე წუთზე, მარცხენა ფრთიდან „ლომების“ მცველი ბენუა ასუ-ეკოტო შეიჭრა და სამუელ ეტო’ოს უპასა, კამერუნელთა კაპიტანმა კი ერთი შეხებით ძლიერად დაარტყა და ბურთი კარს მცირე მანძილით ააცილა. რამდენიმე წუთში, თავის გამოჩენის შანსი მექსიკელთა კაპიტანსაც ჰქონდა - შეტევაში ჩართულმა რაფა მარკესმა თავური დარტყმით სცადა ანგარიშის გახსნა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია. უნდა ითქვას, რომ მექსიკელთა 35 წლის უკანახაზელი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და ბურთსაც იდეალურად ანაწილებდა.
30-ე წუთზე, კოლუმბიელმა არბიტრმა დოს სანტოსს მეორე სამართლიანი გოლიც გაუუქმა - კუთხურის შემდეგ, მექსიკელ შემტევს ბურთი კამერუნელი მცველისგან მიუვიდა და კარში გადაგზავნა, მაგრამ მსაჯებმა თამაშგარე დააფიქსირეს. ასე იყო თუ ისე, გუნდები შესვენებაზე უგოლოდ გავიდნენ.
მეორე ტაიმის საწყის წუთებში, მექსიკელთა ფორვარდ კარლოს პერალტას ჰქონდა შანსი, მაგრამ ახლოდან დარტყმული ბურთი აფრიკელთა მეკარემ მოიგერია. საპასუხოდ, კამერუნელებმაც შეუტიეს და სახიფათო საჯარიმო დარტყმის უფლება მოიპოვეს. ბურთთან ბენუა ასუ-ეკოტო მივიდა და ოდნავ არ გაუმართლა - რიკოშეტის შემდეგ, ბურთი კარს მცირედით აცდა.
61-ე წუთზე, მექსიკელებმა დამსახურებული გოლი მაინც გაიტანეს - დოს სანტოსის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, მაგრამ პერალტამ დამატებაზე ივარგა და როგორც შემდეგ გაირკვა, მიგელ ერერას გუნდს 3 ქულა მოუტანა.
დასკვნით წუთებში, მოედანზე მექსიკელთა შემტევი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო გამოჩნდა, რომელმაც მექსიკელთა შეტევები კიდევ უფრო გაამწვავა. „მანჩესტერ იუნაიტედის“ ფორვარდს ერთი 100%-იანი საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. სამხრეთამერიკელებმა მინიმალური ანგარიში იკმარეს და დამსახურებულად იმარჯვეს.
მოგეხსენებათ, მექსიკისა და კამერუნის ნაკრებებმა ერთმანეთის წინააღმდეგ პირველად იასპარეზეს. ურთიერთშეხვედრების ისტორიის წერა ბრაზილიაში დაიწყო - წინ მექსიკაა.




ნატალი. „არენა დას დუნიასი“.
მექსიკა - კამერუნი 1:0 (0:0)
მექსიკა: ოჩოა, როდრიგესი, მარკესი, ლაიუნი, მორენო, გუარდადო (ფაბიანი 69), აგილარი, ერერა (სალსიდო 90), ვასკესი, დოს სანტოსი, პერალტა (ჩიჩარიტო 74).
მწვრთნელი: მიგელ ერერა
კამერუნი: იტანჯი, ასუ-ეკოტო, ნ’კულუ, ჯეგუე (ნუნკეუ 46), შეჯუ, სონგი (ვებო 79), მბია, ენო, მუკანჯო, ეტო’ო, ჩუპო-მოტინგი.
მწვრთნელი: ფოლკერ ფინკე
გოლი: 1:0 პერალტა (61)
გაფრთხილება: მორენო (57) - ნუნკეუ (77)
კარში დარტყმა: 14 (5) – 14 (4) ჯარიმა: 11 - 12 კუთხური: 2 - 5 თამაშგარე: 5 - 3 ბურთის ფლობა: 58% - 42% სეივი: 4 - 4
მთავარი არბიტრი: უილმარ როლდან პერესი (კოლუმბია)

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043487