Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
უკლასობა თუ უიღბლობა ?!
2016-06-19 01:36 | ნახვები: 3553
lusitan.jpg
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

ევრო 2016-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის დასკვნითი შეხვედრა “პარკ დე პრენსზე” გაიმართა, სადაც პორტუგალიის ნაკრები ავსტრიას დაუპირისპირდა და უდიდესი სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, ქულით მოუწია დაკმაყოფილება.

პრევიუშიც ვვარაუდობდით, რომ ფერნანდო სანტუში შემდგენლობაში ცვლილებებს მოახდენდა და ისლანდიასთან გაყვანილ თერთმეტეულს შეცვლიდა. ასეც მოხდა, დანილო პერეირას ადგილი უილიამ კარვალიომ დაიკავა, ხოლო ჟოაო მარიო რიკარდო კვარეზმამ ჩაანაცვლა და ამით პორტუგალიის შეტევითი პოტენციალი კიდევ უფრო გაიზარდა.

მარსელ კოლერმა კი, სამი ცვლილება განახორციელა, რომელთაგან ორი იძულებითი გახლდათ: დისკვალიფიცირებული დრაგოვიჩის ნაცვლად პრიოდლი გამოჩნდა, ხოლო ტრავმირებული იუნუზოვიჩი ჩამშლელმა ილსანკერმა ჩაანაცვლა და გამთამაშებლის პოზიციაზე ალაბამ აიწია. ერთადერთი ცვლილება, რომელიც უშუალოდ მწვრთნელის გადაწყეტილებით იყო მიღებული, ფორვარდი პოზიციაა, სადაც იანკოს მაგივრად საბიცერი გამწესდა.

პორტუგალიის ნაკრები პირველივე წუთებიდან უდიდეს უპირატესობას დაეუფლა და ბოლომდე ასე გაგრძელდა, თუმცა პირველი რეალური საგოლე შანსი ავსტრიელებს შეექმნათ მე-3 წუთზე შეექმნათ – ჰარნიკი დაახლოებით 3 მეტრიდან თავით ურტყამდა, მაგრამ ააცილა.

აქედან მოყოლებული, ავსტრიელებს ასეთი ეპიზოდი აღარ ჰქონიათ, ხოლო “ლუზიტანებს” უამრავი მომენტი ჰქონდათ, მათგან ბევრი 100%-იანი. პორტუგალიელებმა კარისკენ 23-ჯერ დაარტყეს, საიდანაც 6 ზუსტი იყო. გააფუჭეს პენალტი... მეტოქემ კი, კარისკენ სულ 3-ჯერ გაიხედა და აქედან მხოლოდ ერთხელ ჩაერთო თამაშში პატრისიო, მაგრამ ქულის მოსაპოვებლად ესეც საკმარისი აღმოჩნდა.

პირველ ნახევარში განსაკუთრებულად ლუიშ ნანი აქტიურობდა. ასევე შესამჩნევები იყვნენ რაფაელ გერეირო, რიკარდო კვარეზმა და ანდრე გომეში, ხოლო დაცვაში დიდებულად გაისარჯა 38 წლის რიკარდო კარვალიო.

პირველი საგოლე მომენტი მე-12 წუთზე ნანის შეექმნა, მაგრამ ალმერმა დიდებულად ითამაშა და საკუთარი გუნდი იხსნა. 10 წუთში უკვე რონალდუს მართებდა გატანა, მაგრამ გერეიროს პასი ვერ შეირგო და ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა. ნახსენებ მოთამაშეებს შესვენებამდე თითო შანსი კიდევ ჰქონდათ, მაგრამ ვერც ამჯერად იხეირეს.

მეორე ტაიმში კრიშტიანო რონალდუ კიდევ უფრო გააქტიურდა და მეტი მომენტი შეექმნა, მაგრამ მიზანი ვერ გაისწორა. ერთ ეპიზოდში შორიდან ცდილობდა გატანას, ხოლო მეორე შემთხვევაში თავით დაემუქრა მეტოქეს, მაგრამ ალმერმა ორჯერვე იყოჩაღა.

მადრიდის “რეალის” ლიდერს გოლის გატანის ურეალურესი შანსი 79-ე წუთზე მიეცა, როდესაც ჰინტერეგერთან ორთაბრძოლაში პენალტი გამოიმუშავა, მაგრამ ძელს გაარტყა.

მან 85-ე წუთზე გატანა კი მოახერხა, მაგრამ ლაინსმენმა თამაშგარე დააფიქსირა და მართალიც გახლდათ – 0:0.

ბოლო ტურის წინ, ჯგუფში ძალიან საინტერესო სიტუაციაა შექმნილი. ლიდერ უნგრეთს 4 ქულა აქვს, ისლანდიასა და პორტუგალიას – 2, ხოლო ავსტრია – 1. შესაბამისად, შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი ყველას აქვს.

პორტუგალია – ავსტრია 0:0

პარიზი, “პარკ დე პრენსი”

პორტუგალია (4-4-2): პატრისიო, რ.კარვალიო, პეპე, ვეირინია, გერეირო, უ.კარვალიო, მოუტინიო, გომეში (ედერი 83), კვარეზმა (მარიო 71), ნანი (რ.სილვა 89), რონალდუ.
მწვრთნელი: ფერნანდუ სანტუში

ავსტრია (4-2-3-1): ალმერი, ჰინტერეგერი, პრიოდლი, ფუჩსი, კლეინი, ილსანკერი (ვიმერი 87), ბაუმგარტლინგერი, ალაბა (შიოფი 65), ჰარნიკი, არნაუტოვიჩი, საბიცერი (ჰინტერსერი 85).
მწვრთნელი: მარსელ კოლერი

გაფრთხილებები: კვარეზმა, პეპე – ჰარნიკი, ფუჩსი, ჰინტერეგერი, შიოფი
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი

79-ე წუთზე რონალდუმ პენალტი ვერ გაიტანა (ძელი)


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.043889