Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ბევრი სასმელი და ბევრი სიყვარული ევროპის ჩემპიონატზე
2016-06-20 20:31 | ნახვები: 3883
123456
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106

საფრანგეთში ევროპის ჩემპიონატზე ჩასული თითქმის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი ქომაგი სვამს ლუდსა თუ ვისკის, ღვინოსა თუ სიდრს და ეს ისეთივე ჩვეულებრივი მოვლენაა, როგორც ჯანლუიჯი ბუფონის ნახტომი, ანდა გადარეული შავტუხა ლუკაკუს ფლანგებზე განავარდება.

დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ შვედები ძირითადად უფრო ძლიერ სასმელებს ეტანებიან და მათ ხელში ნაჭერი ბოთლებიდან საშინელი სიმძაფრით იფრქვევა ალკოჰოლის ცხოველმყოფელი სუნი. იტალიელები ღვინოს პირდაპირ ბოთლიდან ირახრახებენ პირში და ეს იქ არავის უკვირს. ირლანდიელები და ინგლისელები ლუდს, ვისკისა და სკოჩს ერთნაირი მონდომებით ყლურწავენ. სლავები კი რა გასაკვირია, არყის სიყვარულში იფერფლებიან.

ერთობ საამო სანახავია, პარიზში, ეიფელის კოშკის ძირში მდგარი, მუქი შეფერილობის ადგილობრივი ლუდით ხელდამშვენებული გერმანელი ქომაგი, რომელსაც ხელი უკრაინის მაისურში გამოწყობილი გოგონასათვის გადაუხვევია და სიყვარულს თუ არა, ევროკავშირში ინტეგრაციაში მხარდაჭერას მაინც ეფიცება.

არც ისაა ურიგო სანახავი, პარიზის გარეუბანში ერთ პატარა კაფეში მიმსხდარი ინგლისელი ქომაგები როგორი ამრეზით შესცქერიან მენიუში ჩამოწიკწიკებულ ყავის დასასახელებს და სანამ ტელევიზორში ფეხბურთი დაიწყება, ვისკის უზარმაზარ ბოთლს უკვეთავენ.

ევროპის ჩემპიონატის მემთვრალეური სული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სმა ჩხუბებით მთავრდებოდა და აგრესია ამ ტურნირისათვის დამახასიათებელია. რუსი ფსევდოქომაგების გამოხდომებს თუ არ ჩავთვლით, საფრანგეთის ჩემპიონატი თამამად შეიძლოება მივიჩნიოთ ერთ–ერთ ყველაზე მშვიდ და კეთილგანწყობილი ქომაგების ჩემპიონატად და სასიხარულოა, რომ ეს კეთილგანწყობა ყველგან და ყოველ ფეხის ნაბიჯზე იგრძნობა.

პარიზის “პარკ დე პრენსის“ შესასვლელთან, სანამ პორტუგალიისა და ავსტრიის ნაკრებთა მატჩი დაიწყებოდა, ლამის 50–მდე პორტუგალიელი და ავსტრიელი ქომაგი გაზონებზე იჯდა, წინ ლუდი და სახრაშუნოები ეწყოთ და ერთმანეთს სიმღერაში ეჯიბრებოდნენ. ხოლო როდესაც ერთ–ერთმა ავსტრიელმა ქომაგმა პორტუგალიელ შხვართ ასულს თვალი ძალუმად გააყოლა, მასთან პორტუგალიელი ბიჭი მივიდა და ხუმრობით თვალებზე ხელი ააფარა – აქაოდა, ეგ გოგო შენთვის არა არის და შენ შენს ავსტრიელ გოგონებს მიხედეო და შემდეგ ანიშნა – წამო ლუდი დავლიოთო.

ლიონში, იტალია–ბელგიის მატჩის შემდეგ, იტალიელი და ბელგიელი ქომაგები ლიონის ბარებს მოედნენ და მიუხედავად იმისა, რომ ბელგიელებმა ის მატჩი წააგეს, პატარა კამათის კი არავის მოსვლიათ. ეს მთლიანად ამსხვრევს ჩვენს ძველ წარმოდგენას ევროპელ ქომაგებზე და გამონაკლისი შემთხვევები ნამდვილად არ უნდა ჩაითვალოს ზოგადქომაგურ აგრესიის ტრადიციად. პირიქით – ჩვენ ხომ ყველას მართლაც ფეხბურთი გვაერთიანებს!

ეს არის ევროპა – გვითხრა ერთ–ერთმა უკრიანელმა ბიჭმა, როდესაც ჟენევაში კაფეში მჯდომმა შვეიცარიელმა ქომაგებმა მათთან დაჯდომა და ერთი ჭიქა ღვინის დალევა შემოგვთავაზეს. „ამას რუსები არასოდეს იზამდნენ“ – დაამატა მან და რა თქმა უნდა უარი არ უთქვამს ამ მაცდურ წინადადებაზე. თქვენ უარს იტყოდით?...

ლევან სეფისკვერაძე სპეციალურად worldsport.ge-სთვის ლიონიდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.041193