Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
ჰოლანდიელი “ცუდი ბიჭი”
2014-06-14 21:23 | ნახვები: 6303
რობენის გოლს “ცუდი ბიჭის” უსწრაფესი გარბენი მოჰყვა
1
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
“მარაკანაზე” წამოსვლამდე ბრაზილიურ გაზეთებს გადავხედე და ცხადია, მთავარი თემა ჰოლანდიის ნაკრების მიერ ესპანელთა გვემა იყო. უმეტესობას პირველ გვერდებზე მატჩის გმირების რობინ ვან პერსისა და არიან რობენის ფოტოები ჰქონდათ გამოტანილი. თუმცა, განსაკუთრებით ერთ-ერთი გაზეთის საპირველგვერდო სტატიის სათაური და ფოტო დამამახსოვრდა. სათაურში პორტუგალიურ ენაზე ეწერა: “Ex-phana”, ხოლო ფოტოზე ბალახში თავჩარგული ინიესტა იყო გამოსახული.
ხსენებულ მატჩს თვალი რიოში ჩამოსული ფანების საყვარელ თავშეყრის ადგილზე “ფიფა ფან ფესტში” (ფანზონა) ვადევნე. ბუნებრივია, ჰოლანდიელი გულშემატკივრებიც იყვნენ მოსული, რომელთაგან ერთ-ერთი მართლაც გამოირჩეოდა. მხოლოდ შორტებში გამოწყობილს მთელ ზურგზე ქალის პორტრეტი ეხატა წარწერით: “Bad Boy”. სვირინგები არც მუცელზე და მკერდზე აკლდა.
მან თამაშის დაწყებამდე “კოპაკაბანას” ქვიშა ამოთხარა, მუხლებზე დაემხო და ისე გულშემატკივრობდა. ნებისმიერ მომენტზე რეაგირებდა და როდესაც ვან პერსიმ ანგარიში გაათანაბრა, უზომოდ გაუხარდა. თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც რობენის მიერ გატანილი მეორე გოლის დროს დაემართა. ადგილიდან ისე მოწყდა და გაიქცა, რომ თვით რობენს შეშურდებოდა. ღრიალით სად მირბოდა არას დაგიდევდა და ბოლოს გახარებულ თანამამემამულეებთან მიაჭრა. დასაწყნარებლად გვარიანი დრო დასჭირდა. მესამე გოლის შემდეგ კი, შედარებით დამშვიდდა და უკვე ემოციებს ლუდის სმით იოკებდა. აი, ასე გულშემატკივრობენ ჰოლანდიელი “ცუდი ბიჭები”.

ლაშა თაბაგარი worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტი რიო დე ჟანეიროდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.039479