Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
არგენტინულმა დესანტმა “კასტელო ბრანკო” დაიპყრო
2014-06-15 23:08 | ნახვები: 6435
ავტორის ფოტოები: არგენტინელებმა “მარაკანას” მიმდებარე ტერიტორია დაიპყრეს
12345
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის კასტელო ბრანკოს სახელობის ავენიუ, სადაც “მარაკანას” სტადიონი მდებარეობს თამაშის დაწყებამდე 6 საათით ადრე გადაიკეტა. ამის მთავარი მიზეზი არგენტინელი ფანები არიან, რომელთა რიცხვი ნელ-ნელა იმატებს და ავტომობილების მოძრაობაც კი შეზღუდეს. არგენტინის ეროვნული გუნდი სტადიონზე ადგილობრივი დროით 14 საათისთვის მოვიდა და ვიდრე ტერიტორიაზე შევიდოდა, ერთგულმა ფანებმა ისიც შეაყოვნეს. ბუნებრივია, ყველამ ყურადღება ლიონელ მესისკენ მიაპყრო, რომელიც ქომაგებს ხელის აწევით მიესალმა.
ფიფას ოფიციალური დელეგაციისა და სხვა ოფიციალური პირების სტადიონზე მოსახვედრად, ბრაზილიის გვარდია ჩაერია, რომელსაც დრო და დრო არგენტინელი ფანების გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადაყვანა უწევს. დიდი მხიარულება გამოიწვია ლეგენდარული დიეგო მარადონას ორეულის გამოჩენამ. ბევრი მასთან სამახსოვრო ფოტოს იღებდა და ისიც ისე იქცეოდა, როგორც მარადონა ფოტორეპორტიორებს. ვითომ არ სურდა რომ კადრში დაეფიქსირებინათ და სახეზე ხელს იფარებდა. თუმცა, შემდეგ რა თქმა უნდა, ფოტოზე უარს არ ამბობდა.

ლაშა თაბაგარი სპეციალურადworldsport.ge-სთვის რიო დე ჟანეიროდან


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.047076