Geo | Eng | Rus
სარეკლამო ადგილი - 3
570 x 120
“ოლე, ოლე, ოლე, მესი, მესი”
2014-06-16 10:33 | ნახვები: 7876
მესის მატჩის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი ბრმამ გადასცა
12
სარეკლამო ადგილი - 10
710 x 106
საფეხბურთო წრეებში ხშირად კამათობენ ხოლმე ლიონელ მესი სჯობს თუ დიეგო მარადონა. ბევრის აზრით, მესი თავის სახელოვან თანამემამულეს გაუტოლდა. სხვები მიიჩნევენ, რომ მესი დონ დიეგოს სიმაღლემდე ჯერ არ ასულა. “მარადონისტების” არგუმენტით, “ოქროს ბურთის” ოთხგზის მფლობელი მარადონას გვერდით რომ დადგეს, მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გაიბრწყინოს.
ბრაზილიის მუნდიალი მესის კარიერაში მესამეა და განვლილ ორში, მას ის თამაში ნამდვილად არ უჩვენებია, რასაც გულშემატკივრები “ბარსელონაში” არიან მიჩვეულნი. ბევრი ვარაუდობს, რომ მიმდინარე მსოფლიო პირველობა მესის “გახდება”.
15 ივნისს, მან არგენტინის ნაკრების კაპიტნის რანგში მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი ჩაატარა. ბოსნიელებთან მესის კარიერის საუკეთესო თამაში არ უჩვენებია, მაგრამ ორივე გუნდში ყველას აღემატებოდა და შეხვედრის გამორჩეული მოთამაშის პრიზიც მიიღო. ფიფას ოფიციალური სპონსორის ლუდის მწარმოებელი კომპანიის “ბუდვაიზერის” მიერ დაწესებული ჯილდო პრესკონფერენციის შემდეგ, არგენტინელს ბრაზილიელმა ბრმა ფეხბურთელმა გადასცა.
ჟურნალისტებს მხოლოდ ორი კითხვის დასმის ნება დართეს და არგენტინელმა აღნიშნა, რომ ბოსნიასთან სამი ქულის აღებით კმაყოფილია. მესი რომ სამშობლოში გამორჩეულად უყვართი ამაში საკუთარი თვალით “მარაკანაზე” დავრწმუნდი. ჯერ იყო და თამაშის დაწყებამდე დიქტორის მიერ მისი გვარის გამოცხადებას დიდი ოვაცია მოჰყვა, ხოლო როდესაც თავის სტილში ულამაზესი გოლი გაიტანა, სტადიონი ლამის დაინგრა. სხვათა შორის, მესის მსგავსად არა, მაგრამ არანაკლებად ქომაგები დი მარიას, მასკერანოსა და აგუეროს გვარების ხსენებაზე ახმაურდნენ.
არგენტინელების გულშემატკივრობაზე არაერთხელ წამიკითხავს, მსმენია და ტელევიზორშიც მინახავს, თუმცა, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც უშუალოდ შევესწარი. წარმოუდგენელია, როდესაც გუნდს ასეთი მხარდაჭერა აქვს, ცუდად როგორ უნდა ითამაშოს. ამ ფენომენზე მთელი ტომები რომ წერონ და დოკუმენტური ფილმები გადაიღონ, ერთხელ ნანახი ყველაფერს გადაწონის. ასე მეგონა ვულკანის კრატერში ვიჯექი და დროდადრო ლავა ამოხეთქავდა ხოლმე.
ფიფას მონაცემებით, “მარაკანაზე” თამაშს 74738 გულშემატკივარი დაესწრო და მათი დიდი უმრავლესობა არგენტინელი იყო. ისინი ორი ტაიმის განმავლობაში არ გაჩერებულან, სხვადასხვა სიმღერებს მღეროდნენ, ერთმანეთს ტრიბუნიდან ტრიბუნაზე გადასძახოდნენ. მესისთვის ხომ ცალკე სიმღერა აქვთ შეთხზული, რომელსაც ხანდახან გაბმულად “მეეესი, მეეესი” ცვლიდა. არგენტინელთა კაპიტანმა გოლი რომ გაიტანა ტრიბუნებმა დაიქუხეს: “ოლე, ოლე, ოლე, მესი, მესი”.
სხვათა შორის, ბრაზილიელები არგენტინელთა ჯინაზე ბოსნიას გულშემატკივრობდნენ და ერთ-ერთ ტრიბუნაზე, არგენტინელ და ბრაზილიელ ფანებს შორის ჩხუბიც ატყდა. ეს სამხრეთ ამერიკაში არავის უკვირს. ადგილობრივების მხრიდან ბოსნიელთა მხარდაჭერის თაობაზე კითხვა პრესკონფერენციაზე ორივე მწვრთნელს დაუსვეს. ბოსნიელთა თავკაცმა კონკრეტულ პასუხს თავი აარიდა, ხოლო არგენტინელთა დამრიგებელმა დასძინა, მოდით ფეხბურთზე ვილაპარაკოთ და ამ თემაზე პოლემიკა არ გვინდაო.
სუშიჩმა ისიც თქვა, დიდი გუნდს ვეთამაშებოდით, რომელშიც მსოფლიო დონის არაერთი ვარსკვლავი გამოდის და არგენტინა ფავორიტი იყოო. მან ხაზი გაუსვა, რომ მესის წინააღმდეგ თამაში ძალიან ძნელია. ბოსნიელთა მწვრთნელს იმედი აქვს, რომ მისი შეგირდები ირანთან და ნიგერიასთან გაიმარჯვებენ და ჯგუფიდან გავლენ.
საბელიას განცხადებით, არგენტინა თამაშს ორი ტაიმის განმავლობაში აკონტროლებდა. მან რამდენჯერმე დასძინა, რომ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და შეუძლოა მიმდინარე მუნდიალის ნომერ პირველი მოთამაშე გახდესო.
ლაშა თაბაგარი, worldsport.ge-ს სპეციალური კორესპონდენტირიო დე ჟანეიროდან
ავტორის ფოტოები

კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
ჯგუფი A
თ.ქ.
საფრანგეთი 37
შვეიცარია 35
ალბანეთი 33
რუმინეთი 31
ჯგუფი B
თ.ქ.
უელსი 36
ინგლისი 35
სლოვაკეთი 34
რუსეთი 31
ჯგუფი C
თ.ქ.
გერმანია 37
პოლონეთი 37
ჩრდ.ირლანდია 33
უკრაინა 30
ჯგუფი D
თ.ქ.
ხორვატია 37
ესპანეთი 36
თურქეთი 33
ჩეხეთი 31
ჯგუფი E
თ.ქ.
იტალია 36
ბელგია 36
ირლანდია 34
შვედეთი 31
ჯგუფი F
თ.ქ.
უნგრეთი 35
ისლანდია 35
პორტუგალია 33
ავსტრია 31
სარეკლამო ადგილი - 5
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
250 x 250
0.051297